გამოცდები პირბადის გარეშე!
ყველას მოგეხსენებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი ფორმატის შესახებ. 9 ივნისის ოფიციალური განცხადების თანახმად აბიტურიენტებს მოუწევთ გამოცდების პირბადით ჩაბარება, რაც უბრალო დისკომფორტზე მეტია. გაუსაძლისია სიცხეში პირბადით გამოცდის წერა, რადგან ჟანგბადის ნაკლებობის გამო ტვინს უძნელდება ფიქრი და აზროვნება. აბიტურიენტების თხოვნაა წესების შეცვლა, რაც გულისხმობს უშუალოდ გამოცდის წერის დროს პირბადის მოხსნას.ჩვენ მზად ვართ დავიცვათ პროტოკოლით განსაზღვრული წესები და ვატაროთ პირბადე ყველა იმ საჭირო პროცედურის განმავლობაში, რომლებიც გამოცდებს თან ახლავს.(რეგისტრაციისა და ოთახებში შესვლის დროს პირბადე გვექნება. მოვიხსნით მხოლოდ წერის დროს.) ყველას გთხოვთ დაგვიჭიროთ მხარი და მოაწეროთ ხელი ჩვენს პეტიციას.
აბიტურიენტები დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.
განცხადება ამ ვებგვერდის ადმინისტრატორისგანჩვენ დავხურეთ ეს პეტიცია და წავშალეთ ხელისმომწერთა პერსონალური ინფორმაცია.„ევროპული კავშირის პერსონალური მონაცემების დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) მოითხოვს კანონიერ საფუძველს პერსონალური ინფორმაციის შესანახად და რომ ინფორმაცია შენახული იყოს ყველაზე მოკლე დროში.“ |