ვაზიანის ტრანსპორტი
ვაზიანის ტრანსპორტის პრობლემა დიდია და გავლენას ახდენს ყოველდღიურად ასობით ადამიანის ცხოვრებაზე. გაუმართავი და არასაკმარისი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ართულებს ყოველდღიური გადაადგილების პროცესს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ დროისთვის მხოლოდ რამდენიმე სამარშუტო ტრანსპორტი ემსახურება ვაზიანს, რომლის ტარიფიც მოსახლეობისთვის ძალიან მაღალია.
ვაზიანში მოსახლეობის რიცხვის ზრდა იმატებს, მაგრამ ტრანსპორტული საჭიროებები უკან რჩება. ამ ფონზე მნიშვნელოვანია განვითარდეს,გათვალისწინდეს ახალი ხაზი და სიმძლავრით გაზრდილი მომსახურება, რაც ხელს შეუწყობს ეფექტურობას და გადაადგილების პროცესს.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ვაზიანში დამატებითი მოძრაობის ხაზების შექმნა და ავტობუსის დამატება. აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის სიხშირისა და კომფორტის გაზრდა, რაც დამატებით სარგებელს მოუტანს მოსახლეობას.
გთხოვთ, ხელი მოაწეროთ ამ პეტიციას, რათა ხმა მივაწვდოთ შესაბამის ორგანოებს და ვაზიანში ტრანსპორტის პრობლემების სრულყოფილად გადაწყვეტა მოხდეს.
ლილი თამაზაშვილი დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.