ერთობლივი მიმართვა ქონების მფლობელების, ბიზნესის და ახალი გუდაურის სტუმრებისგან

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს

მაღალ მთიანი რეგიონების სტრატეგიული საკოორდინაციო      

განვითარების საბჭოს წარმომადგენელს

ბ-ნ ირაკლი კობახიძეს

 

საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს, საქართველოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს

ქ-ნ მარიამ ქვრივიშვილი

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის

თავმჯდომარეს

ქ-ნ მაია ომიაძეს

 

მცხეთა-თიანეთის რეგიონის რწმუნებულს

ბ-ნ დავით ნოზაძეს

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს

ბ-ნ კობა გელაძეს

 

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარეს

ბ-ნ ზურაბ ზილინაშვილს

 

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“-ს (MTA)

ხელმძღვანელს

ბ-ნ ირაკლი ბურჭულაძეს

 

დეველოპერული კომპანიის შპს „RED-CO LLC”-

ხელმძღვანელს

ქ-ნ თეა მდინარაძეს

 

 

ერთობლივი მიმართვა ქონების მფლობელების, ბიზნესის და ახალი გუდაურის სტუმრებისგან

 

კურორტი ახალი გუდაური, გუდაურის საერთაშორისო სათხილამურო კურორტის განვითარების ფარგლებში 2015 წელს გაიხსნა. მაღალმთიან უბანში, 2000 მ-ზე მეტ სიმაღლეზე. შეიქმნა თანამედროვე და ძალიან კომფორტული კომპლექსები აპარტამენეტებით, რესტორნებით, SPA-ცენტრებით და სხვა ყველაფერი რაც აუცილებელია ზამთარსა და ზაფხულში დასასვენებლად, ამავდროულად საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების გასამართად.
დღეს გუდაური ევროპის, ყველაზე მაღალმთიან სათხილამურო კურორტების ხუთეულში შედის, რომელსაც ათიათასობით ადამიანი სტუმრობს სხვადასხვა ქვეყნებიდან როგორიცაა: ევროპა, რუსეთი, ისრაელი, ჩინეთი, აშშ, კანადა, ინდოეთი, საამიროები და მრავალი სხვა. ახალ გუდაურში ყოველწლიურად იმართება საერთაშორისო ჩემპიონატები, რომელიც მთელი მსოფლიოს მაშტაბით გადაიცემა.

National Geographic-მა გუდაური დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესო ზამთრის კურორტად.

გავიდა სულ რაღაც 10 წელი და მთელი კურორტის ინფრასტრუქტურა საჭიროებს სერიოზულ რემონტსა და მოდერნიზაციას.

 

1. საავტომობილო გზა, რომელიც იწყება “Tsar Bani”-დან - Loft 1-მდე.
გზა ყოველ წელიწადს ზიანდება და საჭიროებს სისტემატიურ შეკეთებას
2025 წელს გზა და ტროტუარი გაანახლეს, მაგრამ ტროტუარი არ იწმინდება ზამთარში და იფარებადიდი თოვლით, შესაბამისად ქვეითბს უწევთ საავტომობილო გზაზე გადასვლა და გადაადგილება, რაც ხშირად იწვევს ავარიებს და ტრამვებს.
მიუხედავად იმისა რომ გზის გასწვრივ პარკინგი აკრძალულია, მანქანები მაინც ჩერდებიან პირველ ზოლში. რაც იწვევს საავტომობილო გზის შევიწროვებას, შემდგომში უკვე საცობებს და ასევე ავტო-საგზაო შემთხვევებს.

 

2. საავტომობილო გზა და ასევე ქვეითთათვის განკუთვნილი ტროტუარები ახალი გუდაურის შიდა კომპლექსის ტერიტორიაზე, არანაირად არ აკმაყოფილებს არანაირ ნორმებს/სტანდარტებს, როგორც ზაფხულის პერიოდში ასევე განსაკუთრებით დიდთოვლობის დროს. ავტომობილებისა და ქვეითების გადაადგილება დიდი საფრთხის ქვეშ არის. კერძოდ:
ტროტუარები ფაქტობრივად არ არსებობს, ქვეითებს უწევთ როგორც საავტომობილო გზაზე გადაადგილება, ასევე გაზონებზე.
ზოგიერთი საფეხმავლო კიბეები დაზიანებულია, არ იწმინდება თოვლისგან - არ აქვს ასევე მოაჯირეები.
წყალსადინრები არ არის, დდი რაოდენობით გუბდება წყალი, შეუძლებელი ხდება ჩვეულებრივ ფეხსაცმლით გადაადგილება
ბევრგან არის მიწა ჩავარდნილი, ორმოები, ანალოგიური ჩასავარდნები, ორმოები და გუბეები არის საავტომობილო გზებზეც.
კურორტი ფაქტიურად არ იწმინდება თოვლისგან, არ ხდება თოვლის გატანა კომპლექსის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.
არ რეგულირდება პარკინგი, იკეტება გზები და ტროტუარები, იქმნება სისტემატიური დიდი საცობები

.

3. როდესაც თოვლი იწყებს დნობას, ცენტრალური მოედანი საბაგიროების წინ გადაიქცევა ტალახიან მდინარედ, წყალსადინრების არარსებობის გამო, ამ ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელი ხდება.

 

4. თოვლის წმენდა. დიდთოვლობის დროს არ ხდება სრულფასოვანი გასუფთავება თოვლისგან. კიბეებზე და გზებზე ადამიანების დაცემის შედეგად მიღებული დაზიანებების მრავალი შემთხვევაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თოვლი უკვე დნება, მატულობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებები და დაცემის შედეგად მიღებული, ქვედა კიდურების მოტეხილობისა და სხვადასხვა დაზიანებების შემთხვევები. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით სამედიცინო სამსახურებიდან, ახალი გუდაურის კორპუსებს შორის უფრო მეტი მოტეხილობის შემთხვევები ფიქსირდება, ვიდრე მთასა და სასრიალო ტრასებზე.

 

5. ნარჩენები. მოედანზე და საერთო ტერიტორიაზე მთლიანი სეზონის განმავლობაში ნაგვისგან დასუფთავება არ ხდება, რაც ნარჩენების საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვებას იწვევს და ამას თითოეული სტუმარი ყურადღებას აქცევს. როგორც კი თოვლი დნობას იწყებს, მოედანი და მიმდებარე ტერიტორიები ნაგავსაყრელს ემსგავსება.

 

6. ყოველწლიურად უარესდება სათხილამურო ტრასების მომზადება და სათხილამურო ტრასების უსაფრთხოება

 

ტრასების დიდი ნაწილი არ არის შემოღობილი, რაც განსაკუთრებით აუცილებია, ასევე არ არის ნიშნები/მარკირება. შესაბამისად დიდთოვლობის ან/და ნისლის დროს კიდევ უფრო ზრდის სხვადასხვა დაზიანებების რისკებს კურორტის სტუმრებისათვის
არ იხსნება მთავარი ტრასები, მიუხედავად კარგი ამინდებისა.
არ ხდება ხელოვნური გათოვლიანება, მაშინ როდესაც ეს აუცილებელია.
ზაფხულის პერიოდში ფერდობებზე სხვადასხვა საქონელი ბალახობს, არ ხდება ფერდობების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების დაცვით (ნაგვისგან დასუფთავება, გამწვანების მოწესრიგება და ა.შ) ყოველწელიდადს ფერდობების ზედაპირი უარესდება და საჭიროებს აღდგენას სათანადო დონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

 

7. ასევე საჭიროებს აღდგენას ახალი გუდაურის გარე ფასადი და ესთეტიკა

დანგრეულია გზები, საბაგიროების წინ მოედანი და მიმდებარე ტერიტორია არის ყოველგვარი ზედაპირის გარეშე, ტალახი, ჭაობი, ნაგავი. ზოგიერთი კორპუსების ფასადები დაზიანებულია. განსკათურებით ზაფხულის სეზონისთვის საჭიროა მოწესრიგებული იყოს გაზონები, საყვავილეები და გარე გასართობი სკვერები ბავშვებისათვის. აღსადგენია მიმზიდველი ვიზუალური მხარე და მათთან მისადგომი საავტომობილო გზები.

 

8. ყველა სტუმარი გამოთქვამს უკმაყოფილებას რომ საბაგიროები იხსნება ძალიან გვიან 10:00. მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით საბაგიროები ფუნქციონირებას იწყებენ 9:00-ზე ხშირ შემთხვევებში 8:00-ზეც კი. გრაფიკის ეს ცვლილება მოიზიდავს კიდევ უფრო მეტ ტურისტსს.

 

9. არ ხდება სტუმრების სრულფასოვანი ინფორმირება კურორტის მუშაობის შესახებ, უშუალოდ ახალი გუდაურის ტერიტორიაზე. ინფორმაციის გავრცელება ხდება მხოლოდ სოც.ქსელების საშუალებით, რომელსაც 90% სტუმრების არ კითხულობს.

 

10. ზამთრისა და ზაფხულის სეზონის განმავლობაში გზებზე ხშირად წააწღდებით დიდი რაოდენობით მიუსაფარ ძაღლებს, ზაფხულში ისინი განსაკუთრებით აგრესიულები ხდებიან და ისინი საფრთხეს წარმოადგენენ სტუმრებისათვის, არაერთხელ დაფიქსირებულა კბენის შემთხვევებიც. ასევე მაისიდან ნოემბრის ჩათვლით კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიებზე ბალახობენ ძროხები, ცხენები, ცხვრები და ასევე მგლებიც შემორბიან რაც ქმნის პრობლემებს დამსვენებლების უსაფრთხოებისთვის, შესაბამისად მოცემული სურათი კიდევ ერთი ბარიერია სტუმრების მოზიდვისათვის ზაფხულის პერიოდში.

 

11. ახალი გუდაურის კომპლექსი იქმნებოდა, როგორც ყველა სეზონური კურორტი, ზაფხულის სეზონისთვის აქ არანაირი პირობები არ არის სტუმრების მოსაზიდად და შესაბამისი მომსახურების გასაწევად
სტუმრები ჩერდებიან მაქსიმუმ ერთი ღამით, რათა გამოიძინონ და მეორე დღისით გადაკვეთონ რუსეთის საზღვარი 
მიტოვებულია და სრულიად განადგურებულია საველოსიპედო ბილიკები, რომელიც იყო მოწყობილი სამთო ველოსპორტსმენების მოსაზიდად მთელი მსოფლიოდან.
ფერდობებზე არაფერი საინტერესო არ ხდება, გარდა იმისა რომ ცხვრის ფარა ბალახობს და მათ თან დაყვება აგრესიული დიდი ჯიშის ძაღლები, მოცემული სურათი უარყოფითად ისახება დამსვენებლებზე რომლებსაც ექნებოდათ სურვილი იმისა რომ აქ დაესვენათ, დამტკბარიყვნენ ულამაზესი მთის პეიზაჟებით, ესეირნათ.
არ ტარდება არანაირი წვეულებები, სპორტული შეჯიბრებები, ღონისძიებები.

 

 

 

დაზარალებულების დიდი ნაწილი - საზღვარგარეთელი სტუმრებია. მნიშვნელოვანია, სტუმრების დიდი ნაწილი აღნიშნავს რომ - უსაფრთხოების დონე ძალიან ჩამორჩება ევროპულ კურორტებს, სისუფთავე არ არის, ქუჩებსა და ფერდობებზე (სადაც თოვლი უნდა იყოს - იქ ტალახია). მოყინული გზები. ზოგიერთმა ტურისტებმა, რომლებმაც აქ მიიღეს ტრამვები განაცხადეს რომ არასოდეს დაბრუნდებიან აქ და არანაირ რეკომენდაციას არ გაუწევენ გუდაურს.

 

მოცემული პრობლემები შესაძლებელია რომ მოგვარდეს და ეს ყოველი უნდა განხორციელდეს უმოკლეს დროში, რადგან ჩვენ თავად ვღებულობთ დარტყმას, უარყოფით შთაბეჭდილებებსა და მიმოხილვებს. სოც.ქსელებში და ბუქინგზე ჩნდება უარყოფითი ფოტოები, ვიდოები და კომენტარები. საბოლოო ჯამში - ყოველწლიურად ჩვენ კიდევ უფრო მეტ სტუმარს დავკარგავთ, მივიღებთ პროგრესირებად ზარალს, იმის ნაცვლად რომ ტურისტები მოვიზიდოთ და გავზარდოთ მიზიდულობა კურორტ გუდაურში და მთლიანობაში საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურურაში.

 

ახალ გუდაურში აპარტამენტებისა და ბიზნესის მფლობელების სახელით, დადებითი იმიჯის შესანარჩუნებლად და ახალი ტურისტების მოსაზიდად საქართველოსა და კერძოდ გუდაურში, მოგმართავთ და გთხოვთ დაუყონებლივ მოაგვაროთ შემდეგი საკითხები:

 

ჭუჭყიანი და მოუწესრიგებელი საერთო ტერიტორიები

1. საბაგიროების წინ არსებული ტერიტორია მოწესრიგდეს, დაისხას/დაიგოს რაიმე სახის საფარი (მაგ: ბეტონი, ფილები ან რაიმე სხვ). მოეწყოს წყალსადინრები.
2. მოწესრიგდეს ახალი გუდაურის კომპლექსების გარე ვიზუალური მხარე (გზები, შესასვლელი ზონები ყველა შენობასთან, საყვავილეები, ფანჩატურები, შენობების გარე ფასადები);
3. მოხდეს დასუფთავების დაორგანიზება მოედანზე და სხვა ტერიტორიებზე, ამჟამად არანაირი დასუფთავება არ ხორციელდება მიმდებარე ტერიტორიებზე.
4. მოხდეს მიუსაფარი ძაღლების დაჭერა-გაყვანა, ზაფხულში ისინი ძალიან აგრესიულები არიან და საშიშია სტუმრებისათვის

გზები, ტროტუარები და ტაქსი

1. ახალი გუდაურის გზაზე, უზრუნველყოფილი იყოს გზის სისტემატიური დასუფთავება თოვლისგან.
2. კომპლექსის შიდა ტერიტორიებზე მოეწყოს ტროტუარები (გამოიყოს საფეხმავლო ტროტუარები, რომლებიც სისტემატიურად გაიწმინდება თოვლისგან)
3. დაორგანიზდეს თოვლის გატანა კომპლექსის ტერიტორიიდან.
4. განთავისუფლდეს “SPAR”ის და სხვა ტერიტორიები ტაქსებისგან, მოეწყოს ცივილიზებული, თანამედროვე პარკინგი ავტომობილებისათვის, ავტობუსებისათვის და ტაქსებისათვის, მოეწყოს უსაფრთხო ტროტუარები პარკინგამდე მისასვლელად.
5. უზრუნველყოფილი უნდა იყოს სისტემატიური კონტროლი პარკინგის, საავტომობილო გზის მიმდებარედ და ასევე კომპლექსის შიდა გზებზე.

 

ტრასები და ფერდობები

1. შეიცვალოს საბაგიროების სამუშაო საათები, დილის 9 საათიდან.
2. დაორგანიზდეს სრულყოფილი ინფორმირება კურორტის სამუშაებთან დაკავშირებით დამსვენებელთათვის, დამონტაჟდეს საინფორმაციო დაფა ყველაზე ხალხრავალ ადგილებში, საიდანაც მოხდება სტუმრების ინფორმირება ნებისმიერი ცვლილებების შესახებ, მაგ: ცვლილებები ამინდის პროგნოზში, საბაგიროების მუშაობაში, საბაგიროების დროებითი დაკეტვის შესახებ და ა.შ
3. განთავსდეს/განახლდეს რუკა ტრასებსა და ფერდობებზე
4. უზრუნველყოფილი იყოს ხელოვნური გათოვლიანება ფერდობებზე, როდესაც თოვლის დონე არარის საკმარისი უსაფრთხო რიალისათვის და იზრდება ტრავმის მიღების რისკები.
5. დამონტაჟდეს დამატებითი ნიშნები და ღობეები მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სასრიალო ტრასებზე.
6. ფერდობების მომზადება ზამთრის სეზონისთვის უნდა დაიწყოს ზაფხულიდან - მოხდეს ნაგვისგან დასუფთავება, ქვებისგან და სხვადასხვა დაბრკოლებების მოშორება. დამონტაჟება და განახლება მაჩვენებლების, ბალახის დარგვა.

 

ზაფხულის ღონისძიებები

1. აიკრძალოს ახალი გუდაურის მიმდებარე ფერდობებზე საქონლის გარეკვა/ძოვება დაწესდეს მაღალი ჯარიმები ან სხვა სახის სანქცია.
2. უზრუნველყოფილი იყოს სრულფასოვანი დასუფთავება ნაგვისაგან, მომზადდეს ტერიტორიები ზაფხულისათვის - აღდგეს/მოეწყოს საყვავილეები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, მოწესრიგდეს მთავარი მოედნის მიმდებარე ტერიტორია საბაგიროების წინ, მოხდეს ბეტონის დასხმა ან/და ფილების დაგება. ჩატარდეს სარემონტო/აღდგენითი გზების სამუშაოები კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე
3. საბაგიროებმა დაიწყოს ფუნქციონირება 15 ივნისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, ვინაიდან ტურისტების დიდი ნაწილი სტუმრობს გუდაურს ამ დროს.
4. დაიგეგმოს და მხარდაჭერა ჰქონდეს 2-3 ეროვნული ან რეგიონალური მნიშვნელობის ფესტივალის ჩატარებას, სტუმრების ჩართულობით, როგორც საქართველოდან ასევე საზღვარგარეთიდან. ამისათვის ყველა პირობები კომპლექსში არის.
5. აღდგენილი უნდა იყოს საველოსიპედო გზები ფერდობებზე.
6. ჩაერთოს სპორტის სამინისტრო რომ ახალი გუდაური განიხილოს სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების ჩატარების ადგილად

 

 

ჩვენ, როგორც მესაკუთრეები, მზად ვართ გვერდში დავდგეთ და მოვახდინოთ კონტროლი ზემოაღნიშნული პრობლემური საკითხების განხორციელებაში


გიორგი მუშკუდიანი    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ გიორგი მუშკუდიანი შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

Petitions.com ამ პეტიციას დაარეკლამირებს 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...