სტრატეგიული ინიციატივა: გურიის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაცია „9 საათიდან 4 საათამდე — გურიის ეკონომიკური აღმავლობის, ეკოლოგიური ტრანსპორტისა და ლოჯისტიკური პერსპექტივისთვის!"
პროექტის ხედვა და სტრატეგიული მნიშვნელობა :ჩვენი ინიციატივა მიზნად ისახავს ოზურგეთი-თბილისის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ფუნდამენტურ განახლებას. ეს არ არის მხოლოდ მგზავრების გადაყვანა; ეს არის გურიის ლოჯისტიკური გაძლიერებისა და რეგიონის დედაქალაქთან ეფექტური ინტეგრაციის გეგმა. რატომ არის ეს პროექტი სახელმწიფოებრივად პრიორიტეტული?
1. გურიის ლოჯისტიკური გარღვევა ტვირთბრუნვის პერსპექტივა: ნატანები-ოზურგეთის მონაკვეთის რეაბილიტაცია გზას უხსნის გურიაში სატვირთო ლოგისტიკის განვითარებას. გამართული რელსები ნიშნავს, რომ ოზურგეთი გახდება ცენტრალური ჰაბი ადგილობრივი პროდუქციის (ჩაი, თხილი, ციტრუსი, ინდუსტრიული პროდუქტები) სწრაფი და იაფი გადაზიდვისთვის დედაქალაქისა და პორტების მიმართულებით. ასევე მომავალში ხელს შეუწყობს თავისუფალი ეკონიმიკური ზონების ჩამოყალიბების პერსპექტივებს. დროის ოპტიმიზაცია: მგზავრობის დროის 4-4.5 საათამდე დაყვანა რკინიგზას აქცევს გურიისთვის ნომერ პირველ არჩევნად, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს ავტომაგისტრალს.
2. ეკოლოგია და ენერგოეფექტურობა საწვავის დაზოგვა: ერთი თანამედროვე მატარებელი ანაცვლებს ათეულობით მიკროავტობუსს და ასეულობით კერძო ავტომობილს. ეს ნიშნავს ნავთობპროდუქტების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებას და რეგიონში მცხოვრები ოჯახების და არამარტო, ბიუჯეტის დაზოგვას. მწვანე მომავალი: ელექტროფიცირებული რკინიგზა არის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ტრანსპორტი. პროექტი გურიას აქცევს ეკო-მეგობრული ტურიზმისა და გადაადგილების მნიშვნელოვან კერად.
3. სტრატეგიული კავშირი: გურია - აეროპორტი - თბილისი მატარებლის გაჩერება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირ აკავშირებს გურიას საერთაშორისო აეროპორტთან და პირიქით. ეს გაზრდის ტურისტების ნაკადს გურიის კურორტებზე (გომისმთა, ბახმარო, ურეკი/შეკვეთილი) და გაუმარტივებს გადაადგილებას ადგილობრივ მოსახლეობას. ჩვენი მოთხოვნები და წინადადება: კაპიტალური რეაბილიტაცია: მოხდეს გურიის სარკინიგზო ხაზის (ნატანები-ოზურგეთი) სრული განახლება, რაც უზრუნველყოფს სამგზავრო „ექსპრესის“ სისწრაფესა და სატვირთო გადაზიდვების პერსპექტივას. ინოვაციური მოძრავი შემადგენლობა: გურიის ხაზზე დაინიშნოს 3-4 ვაგონიანი, ენერგოეფექტური მატარებელი (Wi-Fi, ბიზნეს და სტანდარტული კლასებით). ხელმისაწვდომი ტარიფები: დაწესდეს შეღავათები სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის, რაც მატარებელს აქცევს გურიის მოსახლეობისთვის მთავარ და ყველაზე საიმედო ტრანსპორტად.
დასკვნა: ეს არის პროექტი, სადაც გურიის ეკონომიკური ინტერესი, ეკოლოგიური სისუფთავე და სტრატეგიული ლოგისტიკა ერთიანდება. მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, დაიწყონ მუშაობა გურიის სარკინიგზო მოდერნიზაციაზე — ეს არის ინვესტიცია რეგიონის აწმყოსა და მომავალში!
ნიკა მეგრელაძე დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.