Petitions.com

პეტიცია ელექტროსკუტერების მოძრაობის უსაფრთხოების რეგულირების შესახებ ადრესატი: თბილისის მერია

მიმართვა

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი მოქალაქეები, მივმართავთ თბილისის მერიას თხოვნით, განიხილოს ელექტროსკუტერების გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხები და მიიღოს შესაბამისი ზომები ქვეითთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

2026 წლის 02 ივნისს დაახლოებით 18:30 საათისთვის პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სასტუმრო „აფიშას“ მიმდებარედ, ჩემს შვილს, ტროტუარზე გადაადგილებისას, დაეჯახა ელექტროსკუტერი, რის შედეგადაც მან მიიღო სხეულის დაზიანება და დასჭირდა სამედიცინო დახმარება.

ზემოააღნიშნულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის საფრთხეები, რომლებიც უკავშირდება ტროტუარებზე ელექტროსკუტერების უკონტროლო და ხშირად მაღალი სიჩქარით გადაადგილებას.

ტროტუარი განკუთვნილია ქვეითთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის. არსებული პრაქტიკა კი ხშირად საფრთხეს უქმნის ბავშვებს, ხანდაზმულ პირებს, შშმ პირებსა და სხვა მოქალაქეებს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია დამატებითი რეგულაციების შემუშავება და მათი ეფექტიანი აღსრულება.

მოვითხოვთ:

  1. ტროტუარებზე ელექტროსკუტერების მოძრაობის აკრძალვის ან მკაცრი შეზღუდვის შესაძლებლობის შესწავლას და შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსებას იმ ლოკაციებზე, სადაც ქვეითთა მოძრაობა განსაკუთრებით ინტენსიურია;
  2. ელექტროსკუტერებით სარგებლობისთვის მინიმალური ასაკობრივი ზღვრის განსაზღვრასა და მისი დაცვის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებას;
  3. ელექტროსკუტერებით მოსარგებლეებმა  სკვერებსა და პარკებში იმოძრაონ  მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ ბილიკზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდეს მკაცრი ღინისძიებები;
  4. ელექტროსკუტერების გადაადგილებისთვის დასაშვები სიჩქარის ლიმიტების დადგენასა და კონტროლის მექანიზმების დანერგვას;
  5. აიკრძალოს ელექტროსკუტერების მართვ ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან სხვა ისეთ ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ, რომლებიც ამცირებს რეაქციის უნარს და უსაფრთხო მართვის შესაძლებლობას და ამ მიმართულებით გაძლიერდეს  კონტროლის ღონისძიებები;
  6. ელექტროსკუტერების მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელებას, რომლებიც ხელს შეუწყობს უსაფრთხო და პასუხისმგებლიან გადაადგილებას;
  7. ელექტროსკუტერებთან დაკავშირებული საგზაო შემთხვევების აღრიცხვის, ანალიზისა და პრევენციული ღონისძიებების სისტემურ დანერგვას.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრავმებისა და უბედური შემთხვევების რაოდენობას, უზრუნველყოფს ქვეითთა უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს ქალაქში უსაფრთხო და მოწესრიგებული სატრანსპორტო გარემოს შექმნას.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ მაია გოცირიძე შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.


ან

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


ჩვენ უნდა შევამოწმოთ, რომ თქვენ ადამიანი ხართ.

მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

Petitions.com ამ პეტიციას დაარეკლამირებს 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...