კანონით განისაზღვროს დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საბოლოო ვადა

დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის პროცესი აგერ უკვე 30 წელია მიმდინარეობს და ჯერ კიდევ 55 000 დევნილი აპლიკანტი უშედეგოდ ელოდება ბინის მიღებას. დღემდე სახელმწიფოს არ აქვს განსაზღვრული რა ვადებში უნდა იქნეს დასრულებული ეს პროცესი და შესაბამისად ყოველი წლის ბიუჯეტში დევნილთათვის ბინების მშენებლობის პრიორიტეტი ყალიბდება ხელისუფლების განწყობის მიხედვით. ერთის მხრივ სახელმწიფს აქვს ვალდებულება ყოველი დევნილი დააკმაყოფილოს საცხოვრისით, ხოლო მეორეს მხრივ არ არის განსაზღვრული რა პერიოდში უნდა დასრულდეს ეს პროცესი. შესაბამისად არ არის პრიორიტეტები და პროცესიც აგერ უკვე 33 წელია მიმდინარეობს. 
ასევე დევნილთა შესახებ კანონში 2023 წელს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო იხსნის ვალდებულებას დააკმაყოფილოს ბინით 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული დევნილი. რაც ჩვენი აზრით არის დისკრიმინაციული, ვინაიდან ისეცდაც ცნობილია, რომ კანონის შესაბამისად მომდევნო თაობაზე არ ვრცელდება სახელმწიფოს ვალდებულება დევნილთა ბინათ უზრუნველყოფაზე. ამ ცვლილებით კი თუ დევნილ ოჯახს ამ დრომდე არ მიუღია ბინა, ხოლო აპლიკაციის შევსების მომენტში ჰყავს 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ოჯახის წევრი, ის არ იქნება გათვალისწინებული სულადობაში და შესაბამისად ოჯახი მიიღებს ნაკლებ ფართს.
ამრიგად:

პეტიციის მიზანია კანონში დევნილთა შესახებ, შევიდეს 2 ცვლილება.
1. კანონით განისაზღვროს დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის საბოლოო თარიღი (არაუგვიანეს 2030 წლისა);

2. გაუქმდეს ცვლილება სარეგისტრაციო კოდი: 010170000.05.001.017337. „მუხლი 23​1. გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის განსაკუთრებული პირობა


ირაკლი ტორუა - იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია "დევნილები დევნილებისთვის"    დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ ირაკლი ტორუა - იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია "დევნილები დევნილებისთვის" შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


ჩვენ უნდა შევამოწმოთ, რომ თქვენ ადამიანი ხართ.

მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:
ვაძლევ ირაკლი ტორუა - იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაცია "დევნილები დევნილებისთვის" უფლებას გადავცე ამ ფორმით მოწოდებული ინფორმაცია შემდეგ მონაწილეებს:




ფასიანი რეკლამა

Petitions.com ამ პეტიციას დაარეკლამირებს 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...