ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად
Re: Re: Re: Re:
ნამდვილად საქართველოში ვცხოვრობ. და მგონია რომ ყველა ბიზნესი მოგებაზეა ორიენტირებული. ეს ასეა. ყველგან და ყოველთვის. თუ ბიზნესმა თავისი თავი არ განავითარა პირველ რიგში, სხვებს, იქ მომუშავე ადამიანებს და გარემოსაც როგორ განავითარებს?? წინააღმდეგ შემთხვევაში იქნებოდა ქველმოქმედება, ერქმეოდა სხვა სახელი. თუ თვლით, რომ ბიზნესი არის მაგრამ სათავისოდ არაფერი უნდა გააკეთოს, ეს თქვენი აზრია, თუმცა მგონია რომ იმთავითვე არასწორია. საქმე ისაა, რომ ბიზნესმა თავის საქმეც უნდა აკეთოს და პარალელურად, საზოგადოებასაც უნდა მოუტანოს სარგებელი.
რატომ არ გამოვდივართ და არ ვაპროტესტებთ მაკდონალდსის რესტორნებს საქართველოში. რაც ნამდვილად ვიცით რომ ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას და კლავს ნელ ნელა? ვართ ჩუმად.
This comment has been removed by the person who wrote it.
Re:
ეს სხვანაირი ჰესებია, კაშხლები რა შუაშია? ენგურზე არაფერი შეცვლილა??? ეს ვინ გითხრათ? ჟინვალზე მაგის თქმა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს
Re: Re:
ხო როგორც ვიცი არაკაშხლური ტიპისაა, რაც ყველაზე ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს. ზემოთთქმული მოსაზრება კი ეკუთვნის აკადემიკოსს ალექსანდრე თვალჭრელიძეს. გთავაზობთ სრულ ვარიანტს, რომელიც "კვირის პალიტრაშია" დაბეჭდილი. რა ვქნა, თუ კი მჯერა აკადემიკოსების, ანუ იმ ხალხის რომელიც ერკვევა ამ საკითხებში. ეს მისი საქმეა და მის სიტყვას უფრო მეტი წონა უნდა ქონდეს წესით, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც ენერგეტიკოსებიც კი არ არიან.
ალექსანდრე თვალჭრელიძე (საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსი): "ჩემი მოსაზრება ასეთია: საქართველოში პირველად დაიწყო ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება. ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ალბათ კარგად გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო, როცა ბუნებრივი რესურსები სათანადოდ არ გამოიყენებოდა. მიმაჩნია, რომ ჰესების აშენება საქართველოსათვის წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - გამოყენებული უნდა იყოს ალტერნატიული რესურსები, მზისა და ქარის ენერგია. სხვათა შორის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კარგად აქვს შესწავლილი ქარის რესურსები და მალე ალბათ ქვეყანაში ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროებიც ამოქმედდება.
ნამდვილად არ ვემხრობი მოსაზრებას, რომ ჰესების აგებამ შესაძლოა რაღაც უბედურება მოგვიტანოს. მსოფლიოში ყველაზე მაღალი თაღური კაშხალი ენგურჰესია, მაგრამ მისი აგებით არაფერი შეცვლილა, არც სოფლები დატბორილა. იგივე შეიძლება ითქვას ჟინვალჰესზეც(?!). ჩვენ ეს საკითხი თავის დროზე საკმაოდ ღრმად შევისწავლეთ და არ მგონია, ჰესების აგებას რამე ბუნებრივი კატაკლიზმი მოჰყვეს. გაცილებით საშიშია თბოსადგურების აშენება, რომელსაც ძალიან მაღალი სითბური ეფექტი აქვს.
კარგად ვიცნობ ამ პროექტს და მიმაჩნია, რომ ის კომერციული თვალსაზრისითაც მომგებიანია: მოხდება ელექტროენერგიის ექსპორტი, ბიუჯეტი შეივსება და მშპ გაიზრდება. ენერგეტიკა ჩვენთან ძალიან სწრაფად ვითარდება, რაც მისასალმებელია. ეს ძალიან მომგებიანი სფეროა. საბოლოოდ, თუ დაგეგმილი 40 ჰესი აშენდება, ჩვენ შევძლებთ დაახლოებით 5-6 მილიარდი კვტ/სთ ენერგიის გაყიდვას წელიწადში, რაც 500-600 მილიონი დოლარია ყოველწლიურად. დამეთანხმებით, ეს სოლიდური შემოსავალია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის".
კვირის პალიტრა
ხათუნა ჩიგოგიძე
Re: Re: Re:
გაუნათლებლობა დაღუპავს საქართველოს! ყველაფრის ექსპერტს - თვალჭრელიძეს რომ არ დაუჯეროთ და თავად მოიძიოთ და წიაკითხოთ რამე - არა?!
Re: Re: Re: Re: Re:
მე მგონი, როგორ უნდა იყოს კარგად ვიცით ყველამ, მაგრამ არის ასე? ამაშია საქმე. ეგებ გავარკვიოთ ჯერ ეს, ავწონოთ სარგებელი და ზიანი და მერე ვილაპარაკოთ რაიმეზე დარწმუნებით.
"რატომ არ გამოვდივართ და არ ვაპროტესტებთ მაკდონალდსის რესტორნებს საქართველოში" ამ კითხვას თქვენ თავს უსვამთ, თუ ვინმე სხვამ უნდა დაიცვას თქვენი უფლება? სხვათაშორის, მაკდონალდსის მავნეობაზე ბევრ ქვეყანაში დაობენ და ჯერ-ჯერობით ვერავინ ვერაფერი დაამტკიცა, ისე რომ აკრძალვისთვის მიეღწია. ასე რომ რეალობას თვალი გავუსწოროთ და ისე ვიმსჯელოთ რაღაცეებზე.
Re: Re: Re: Re: Re: Re:
სწორედ მაგას ვგულისხმობ, რომ კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ. და მხოლოდ სენტიმენტალური შეძახილების გამო არ უნდა მივიღთ გადაწყვეტილება მნიშვნელოვან თემებზე. ის რომ ზიანი ადგება და საგანგაშოა - სწორედ ეს პოზიცია რამით უნდა იყოს გამყარებული, და არა მხოლოდ იმით რომ "მე ასე მიმაჩნია".
Re: Re: Re:
ოო, სიტყვის საწონ სასწორზე თვალჭრელიძეს ვინ აჯობებს;) და თვქენი აზრი არ გაგაჩნიათ? ჟინვალის გამო არაფერი დაძირულა? სად ცხოვრობთ ხალხო??????
Re: Re: Re: Re:
არ უნდა ვუარყოთ ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი აკადემიკოსია. შესაბამისად გარკვეული ცოდნა მაინც აქვს ამ საკითხებზე თუ მეტი არა. ამ მოსაზრებაში ის ჰესებზე საუბრობს, ასევე ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზეც გამოთქვამს თავის მოსაზრებას. რაც შეეხება ყველაფრის ექსპერტობას, ეს ამ ადამიანის მისამართით ნამდვილად არ უნდა იყოს გამოთქმული. არამედ იმ ხალხის მისამართით რომელიც ამ საქმის სპეციალისტი არაა და ისე ავრცელებს ინფორმაციას
Re: Re: Re: Re: Re:
თვალჭრელიძე ენერგეტიკოსია ან ჰიდროლოგი, დარწმუნებული ხართ? თუ აკადემიკოსობა უკვე ენერგეტიკოსობას ნიშნავს?
Re:
და ამ მიმართვაში სად ხედავთ, რომ ვინმე ჰესების წინააღმდეგია, ზოგადად?
Re:
არც მთლად მასეა საქმე, კახა :) ჩადებული ფინანსები ინვესტორის ფინანსური რისკია, ან გამოუვა ან არა, ბიზნესი ეგაა. თან როგორც ვიცი, ეს ჰესი 20 წლიანია
| This discussion has been closed. |