ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად
"თერგი რბის, თერგი ღრიალებს კლდენი ბანს ეუბნებიან"
არა კორუფციულ გარიგებებს.
საქართველო გაყიდულია
This comment has been removed by the person who wrote it.
ამოშლის მიზეზი: mistake
Re:
#9: moxeve - თურმე ეკოსისტემას და კლიმატს შეცვლის და დაცლის ადგილობრივ მოსახლეობას. ორ სიტყვას გაიგებთ და პროფესორობთ. იცი რა დაგვცლის მოხევეებს არანაირი შემოსავალი და სამუსაო რო არაა. მაშინ სად იყავით ჩვენ დაცლაზე რო ნერვიულობდთ გუდაურს თბილისს რო უერთებდნენ. ეს გესი გადასახადს მაინც მიცემს ხევს და ვიღაცას მაინც დაასაქმებს. საზღვარს კიდე დააფიქსირებს. თუმცა თქვენ უკეთ არ იცით მანდედან კომპიუტერებიდან ველური ბუნების ნიმუშები რო გგონივართ.
ეგაა უბედურება, რომ მატერიალურ ფასეულობებს იქით ვეღავ ვიყურებით და ძალიან მოკლევადიანი აზროვნება რომ გვაქვს! ჰესების მშენებლობას, ტურისტული მარშრუტები არ ჯობია შეიქმნას, შესაბამისი სამსახურები, სამაშველო, სერტიფიცირებული გიდების და ტურების ორგანიზების. გაცილებით ნაკლებ ინვესტიციას გულისხმობს და გაცილებით მეტი ადამიანს დაასაქმებს, რათქმაუნდა სეზონურად, თუმცა ჰესიც სეზონური ფაქტობრივად, რადგან ზამთრის პერიოდში ნაკლებად აქტიურია. ეს ხდის ჰესი, რომელიც იოტის ოდენა ელექტოენერიას გამოიმუშავებს და მეტის პესპექტივა არ არის, შედარებით იმ პესპექტივებთან, რომელიც კარგად ორგანიზებულ ტურიზმში დევს! რატომ არ ფორმდება მემორანდუმი ტურიზმის ინფრასტრუქტურის შშექმნაზე და განვითარებაზე? რაღა ჰესების მშენებლბას და ბუნების განადგურებას შევუდექით პირველ რიგში? აი ეს კითხვები უნდა დაისვას!
Re: Re:
და რისთვის უნდა აშენდეს ეს ჰესები? რა სარგებელს ელოდებით, ესეც რომ გვითხრათ კარგი იქნებოდა
Re:
უკაცრავად, თქვენ აქ შემოძახებით დაწერეთ, თუ თქვენც კომპიუტერთან ზიხართ? პეტიციის შინაარსს თუ არ ეთანხმებით, არავინ გაძალებთ ხელის მოწერას. შემოსავლის და სამუშაოს წყარო, რომ არ არის ეს ჰესები კი უნდა მიმხვდარიყავით აქამდე ... და რომც იყოს, ეგებ საფრთხეებზეც დავფიქრებულიყავით.
ხო, საზღვრის დაფიქსირებასთან კიდევ ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს, თუ ქვეყნისთვის მნიშვნელობაზე საუბრობთ
| This discussion has been closed. |