ლექტორის ცვლილება
მოგესალმებით მედიცინის მე–3 კურსის (მე-5 სემესტრის) მე–6, მე–5 და მე–4 ჯგუფის სტუდენტები.
მოგმართავთ თხოვნით პათოლოგიის (მოდული: სისხლი და სისხლის მიმოქცევის სისტემა) ლექტორთან დაკავშირებით. მიმდინარე სასწავლო პროცესში შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე ვითხოვთ ლექტორის შეცვლას... რადგან ვაწყდებით რიგ პრობლემებს, როგორიცაა: ლექტორთან ყველანაირი კომუნიკაციის დაბრკოლება, რადგან ყოველი ჩვენს მიერ დასმული კითხვა მისი აგრესიის და გაღიზიანების მიზეზი ხდება, რაც საბოლოოს პირადი შეურაწყოფით, დამცირებითა და სარკაზმული კომენტარით მთავრდება ლექტორის მხრიდან, სალექციო პრეზენტაციები გაუგებარია, მისივე თქმით დაუსრულებელი (რადგან ვერ მოასწრო) და ლექტორი ვერ გვცემს პასუხს თუ რომელი წიგნიდან უნდა მოვამზადოთ მასალა (რადგან პრეზენტაციები გაუგებარია და თვითდასწავლის რეჟიმზე ვართ გადასული), ლექტორი არ ფლობს ორატორულ უნარებს და ყოველი ლექცია პასიურად მიმდინარეობს– ლექტორი კედლისკენაა შეტრიალებული ჩვენგან ზურგით და ლეპტოპიდან ლექციას კითხულობს, არ გვაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას შეფასებებთან დაკავშირებით
პასიურად მიმდინარეობს– ლექტორი კედლისკენაა შეტრიალებული ჩვენგან ზურგით და ლეპტოპიდან ლექციას კითხულობს, არ გვაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას შეფასებებთან დაკავშირებით და ამას მისი თქმით საჭიროდაც არ თვლის, სემინარზე პრეზენტაციის დროს არ გვაქცევს ყურადღებას, ხანდახან საერთოდ არ გვისმენს და მიკერძოებულად ან შემთვხვევითობის პრინციპით წერს ქულებს, ჩვენი სემინარის დროს ლექტორი ან სხვა კოლეგასთან კომუნიკაციაშია ჩართული ან კიდევ ტელეფონითაა დაკავებული, არასრულფასოვანი სწავლების გამო სხვა მოდულის საგნების ლექტორებს უწევთ ზედმეტად იმ მასალის ახსნა რომელსაც წესით ქალბატონი მარინა უნდა გვასწავლიდეს და ვართ უხერხულ მდგომარეობაში, ყოველი ჩვენი თხოვნა მისთვის გაღიზიანების მიზეზი ხდება, შეუძლებელია მასთან ჯანსაღი კომუნიკაცია, სტუდენტებს მის ლექცია–სემინარზე დასწრება არ გვსურს.
პატივისცემით, მესამე კურსი.
ანიტა პატიეშვილი დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.