Petitions.com

ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად

დაუკავშირდით პეტიციის ავტორს

მანანა#26 Feb 01, 2013, 16:03

Re:

#23: Nino Gujaraidze -

ადამიანები დასაქმდებიან. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია ძალიან. ელემენტარული შემოსავალი გაუჩნდებათ. ძალიან კარგია ბუნებაზე ზრუნვა, მაგრამ პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს

Guest#27 Feb 01, 2013, 16:52
გაოცებული დავრჩი, ამის თაობაზე შარშან გავიგე, როცა მშენებარე მონასტერს ვეწვიე დასათვალიერებლად... გავგიჟდი, ვეკითხები, ხალხნო, ეს რა არის და საზღვარიო, კი მარა, საზღვარი ხომ ლარსთან იყო მეთქი.. არავის პასუხი არა აქვს, მეც დღემდე გაოგნებული ვარ. კი მარა რა მოხდა? ვინ გააკეთა ეს, რატომ, როდის, რატომ დუმდა ხელისფლება?
Guest#28 Feb 01, 2013, 17:30
შეჩერდეს ჰესების მშენებლობა დროულად!!!!!!!!!!!
გიორგი#29 Feb 01, 2013, 18:19
მანდ მოსახლეობა ეხლაც არ ცხოვრობს მარტო საბაჯოა პატრიარქმა იმიტომაც დაიწყო მანდ მონასტრის მშენებლობა რომ საზგვარი დაეფიქსირებინა
Guest#30 Feb 01, 2013, 18:21
შეჩერდესო რომ გაიზახით დენი არ უნდა ქვეყანას
Guest#31 Feb 01, 2013, 18:33

Re: "თერგი რბის, თერგი ღრიალებს კლდენი ბანს ეუბნებიან"

#2: ალეკო - "თერგი რბის, თერგი ღრიალებს კლდენი ბანს ეუბნებიან"

ეს ლექსები კარგია მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე ასჰენებული ჰესები ხელს რას გისჰლით ვერ გავიგე ეს ჩვენი თერგი რუსეთში მიედინება და საზგვრის მერე რუსებს ერთ კილომეტრსჰი  ოტხი ჰესი აქვთ ერტმანეთის მიკოლებიტ აშენებული აკაც რომ აშენდეს არ შეიძლება? მარტო რუსებს უნდა კონდეტ თერგის რესურსიტ სარგებლობის უპლება? მე მგონი არ აშენებით  უფრო კეთდება რუსული საქმე...

Guest#32 Feb 01, 2013, 18:39

Re:

#11: -

მთელ მსოფლიოში ჯერ ჰესები ააშენეს და როცა ასაშენებელი აგარ დარჩათ მერე დაიწყეს ალტერნატივაზე მუშაობა...

Guest#33 Feb 01, 2013, 18:43

Re:

#23: Nino Gujaraidze -

თქვენ რა სარგებელს ელოდებით ჰესების არაშენების შემთხვევაში?

Guest#34 Feb 01, 2013, 22:12

.......

რო იძახით საწმელი არაა ხევშიო, ჰესი უნდა წამოთ?! ... არც ტარიფების დაკლებას გპირდებიან და არც დასაქმებას, მოხევეებს ერთურთი არაგჭირდებათ და ჰესის მეპატრონეს რო საერთოდ არაჩი ვუნდივართ... არც საწმელს მოგვემენ, არც სამუშაოსა და ჩვენ საამაყო ბუნებასაც გაგვიბეჩავებენ ... ხდის ხეობაჩი რამდნიმე ასეული ჯიშის სამკურნალო მცენარეა ... ჰესის აშენებასა ეკოლოგიური ტურიზმი განავითარან არ სჯობიან?! ...
Guest#35 Feb 02, 2013, 01:30
ვეთანხმები
კახა#36 Feb 02, 2013, 01:33

Re: .......

#34: - .......

ელემენტარულად გზა გაკეთდება იმ ჰესებამდე მისასვლელი, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობაც ისარგებლებს. კიდევ ვის სჯერა იმისი, რომ ჰესების მშენებლობასა და მერე იქ მუშაობაზე თბილისიდან ჩაიყვანენ ხალხს და თვეობით იქ აცხოვრებენ. ბუნებრივია, რომ ადგილობრივები დასაქმდებიან. ისიც ბუნებრივია, რომ ყველა ადგილობრივს ვერ დაასაქმებენ, რადგანაც ეგეთი რამე ჯერ ისტორიას არ ახსოვს არსად, მთელს მსოფლიოში. საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ქვეყნები ჯერ ითვისებენ ჰიდრო რესურსებს, ხოლო შემდეგ ცდილობენ რომ ალტერნატიული გზები მონახონ, რაც ყველა ქვეყნის შემთხვევაში ინდივიდიალურია და ყველას ერთი და იგივე გზა და ენერგიის მოპოვების პირობები არ მიესადაგება. ეს ყველაფერი იმაზე მეტ ხარჯტან არის დაკავშირებული ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. ვინც წინააღმდეგია, ისიც თქვას, ალტერნატიული ენერგიის რა ტიპები უნდა იყოს საქართველოში წარმოდგენილი. თუ ვცდები, გამისწორეთ, საქართველოს პირობებში ასეთ გზად ატომური რჩება. უბრალო ჰესის აშენებაზე რა ამბები ტყდება და ატომურზე რა იქნება ალბათ ადვილი წარმოსადგენია?

მანანა#37 Feb 02, 2013, 01:44
გარკვევით იყო ნათქვამი, რომ გამომუშავებული ენერგია საქართველოს მოხმარდება. საზღვრის იქით რუსეთის ჰესებია, რომლებიც ძალიან წარმატებით იყენებენ თერგის წყალს. ანუ მათ უნდა გამოიყენონ, და მერე ჩვენ მათგან უნდა ვიყიდოთ ხომ? სადაა ლოგიკა? როდესმე ხომ უნდა განვვითარდეთ ჩვენც. რომ სხვა ქვეყნებზე ასე ძალიან ჩამოკიდებულები არ ვიყოთ. ჩვენ თუ არა ჩვენი შვილები მაინც? გამოქვეყნებული არაერთი ანგარიშის მიხედვით, ენერგეტიკოსების მონაცემებითაც, 2014 წელს თუ იქამდე არ გავმოძრავდით ამ მიმართულებით ელექტროენერგიაში სერიოზული დეფიციტი გვექნება. თუ ჰესები არ აშენდა, ჩავკიდოთ ხელები და გავიდეთ ბუნებაში, ელექტროენერგია მაინც არ გვექნება. არ მინდა ვიჯდე სიბნელეში!!! ან ასეთ დროს, როცა დეფიციტი შეიქმნება, ვის უნდა მოვკითხოთ პასუხი? ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს? ისინი ხელს მთავრობისკენ გაიშვერენ, რომელიც ახლა კუთხეში ყავთ მიყენებული.
Guest#38 Feb 02, 2013, 02:06
ძალიან კარგია როცა ზიხარ დედაქალაქში, თბილად, გაქვს ელექტროენერგია, კარგი ხელფასი და ამავე დროს იცავ ბუნებას, ბუნებაში იშვიათად გადიხარ მოუცლელობის გამო, თუმცა ყოველი გასვლა სიამოვნებაა და გინდა რომ ეს სიამოვნებაც არ მოიკლო ცხოვრებაში. პარალელურ განზომილებაში კი ყაზბეგელები სხედან უმუშევრად, სარჩო-საბადებელს მოკლებულები, ათასობით ტურისტის ხეობაში ერთბაშად გამოჩენის პერსპექტივით, ვიღაც "მომგვარებლის" გამოჩენის პერსპექტივით, თოვლის ბაბუის პერსპექტივით, ზოგადად "პერსპექტივით" ...
guest#39 Feb 02, 2013, 10:44

Re:

#37: მანანა -

მანანა, სამწუხაროდ თქვენ საბჭოთა იდეოლოგიით დატვირთული ენერგეტიკოსების და საკუთარი ჯიბის გასქელებით დაინტერესებული ვითომ "ინვესტორების" დემაგოგიის მსხვერპლი ხართ :) დაასახელეთ რომელიმე იმ "არაერთი ანგარიშიდან"; დაასახელეთ რაიმე  "ენერგეტიკოსების მონაცემებიდან". რატომ გგონიათ რომ თუ დარიალში არ აშენდა ჰესები "ელექტროენერგიაში სერიოზული დეფიციტი გვექნება"? გირჩევთ წაიკითხოთ ჰესების მშენებელ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებები - დარწმუნებული ვარ თქვენი აზრი რადიკალურად შეიცვლება.

Guest#40 Feb 02, 2013, 10:48

Re:

#38: -

თქვენი პესიმიზმი და "ზემოდან ყურება" მხოლოდ იმის მიმანიშნებელია რომ თქვენ თავად არ შეგიძლიათ ან არ გინდათ არაფრის შეცვლა

Guest#41 Feb 02, 2013, 10:54

Re: Re: .......

ჰესებთან მისასვლელი გზა? და აქამდე ადგილობრივი მოსახლეობა როგორ გადაადგილდებოდა? ჰესი უნდა ავაშენოთ იმისათვის, რომ ჰესის აშენებას გზის აშენება მოყვება?? თქვენი წარმოდგენები ენერგეტიკის განვითარების გზებზე ძალიან შეზღუდულია

Nino Gujaraidze#42 Feb 02, 2013, 10:54

Re: Re:

#26: მანანა - Re:

კი, მაგრამ იცით რამდენი ადამიანის მეთვალყურეობა სჭირდება ჰესის მუშაობას? რამდენი ადამიანი შეიძლება იქ მუშაობდეს საბოლოოდ?  ეს ჰესები მაქსიმუმ 20 წელი იარსებებს და გარემო სამუდამოდ უნდა მოისპოს და პრობლემები და საფრთხე კი უამრავ ადამიანს შეიძლება შეექმნას (და პირველ რიგში იქ დასაქმებულ ადამაინებს) ჰესების გამო წარმოქმნილი ღვარცოფების შედეგად და არამარტო...

guest#43 Feb 02, 2013, 10:56

Re:

#30: -

da exla ar gaqvt deni?

guest#44 Feb 02, 2013, 11:00

Re: Re:

#32: - Re:

და ამიტომ ჩვენც იგივე გზა უნდა გავიაროთ?! შეცდომებზე ისწავლეთო - არ გაგიგიათ? :)

Guest#45 Feb 02, 2013, 11:07

Re: Re: Re:

#42: Nino Gujaraidze - Re: Re:

ღვარცოფები იქნებაო რომ აცხადებთ ჰესების მშენებლობის გამო, ამ დასკვნასდ და განცხადებას რაზე დაყრდნობით აკეთებთ? გამოთვლები გაქვთ სპეციალისტების, თქვენ თვითონ ძრანდებით სპეციალისტი თუ უბრალოდ წინათგრძნობის ამბავია? თუ ჰესის პროექტი კარგია და სანდოა და საერთაშორისო სტანდარტისაა, სადაა პრობლემა? რატომ ვაშინებთ ღვარცოფებით და სტიქიური უბედურებებით ხალხს? ევროპა მაშინ ღვარცოფებს უნდა მიჰქონდეს. შვეიცარია აიღეთ მაგალითად. აითვისეს ყველაფერი და რავიცი ძალიან კარგად ცხოვრობენ.

Guest#46 Feb 02, 2013, 11:09

Re: Re: Re:

#44: Guest - Re: Re:

სამწუხაროდ, გრანდიოზული ფინანსების არ ქონის გამო, იგივე გზის გავლა მოგვიწევს, საკითხავი ისაა ეს მალე მოხდება, თუ გვიან??? თუ ჩაიშლება ჰესების მშენებლობა გვიან გავივლით ამ ეტაპს, ხოლო თუ არა მაშინ უფრო მალე. რაც შეეხება ალტერნატიულ ენერგიას, საქართველოში ჯერ ეგ ზღაპარია. ხოლო თუ ვინმე არ მეთანხმება თქვას რომელი ალტერნატიული გზა???

Guest#47 Feb 02, 2013, 11:20

Re: Re:

#39: Guest - Re:

დემაგოგიის მსხვერპლი ნამდვილად არ გახლავართ. და ასეთ შეფასებას არ ვიმსახურებ, მარტო იმიტომ რომ თქვენს მოსაზრებას არ ვეთანხმები. მე ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ უბრალოდ. მოდით დავუშვათ, რომ  ჯიბეს ისქელებენ, (თუმცა ეს ხომ ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელმაც როგორც ბიზნესმენს ისე საზოგადოებას უნდა მოუტანოს სარგებელი), ისიც დავუშვათ, რომ  მეორე მხარეს, როცა ამდენს ყვირიან, ესენიც თავისი სამსახურის, და როგორც თქვენ აღნიშნეთ, "ჯიბის გასქელების" საქმეს ემსახურებიან.

Nino Gujaraidze#48 Feb 02, 2013, 11:24

Re: Re: Re: Re:

#45: - Re: Re: Re:

ეგებ შევეშვათ თეორიებით მსჯელობას და შვეიცარიის მაგალითებით აპელიტრებას. შვეიცარიასთან რაიმე მაინც უნდა გვქონდეს მსგავსი ან საერთო, რომ ამ ქვეყნის მაგალითი გამოსადეგი აღმოჩნდეს ჩვენთვის. ღვარცოფებზე კი შვეიცარიის მსგავსად პასუხისმგებლიანი მოქალაქეები რომ გვყავდეს, ყველას ეცოდინებოდა, რომ თავად პროექტის დოკუმენტებში უწერია მშენებელ კომპანის ამ საფრთხეზე. და ისიც გვეცოდინებოდა, რომ ერთადერთი გარანტია იმისა, რომ რომ ეს საფრთხე რეალობად არ იქცევა არის ჰესის მფლობელი კომპანიის "ყურადღება". დააკვირდება თურმე კომპანია და გეოლოგიური გართულებების წარმოქმნის შემთხვევებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

Guest#49 Feb 02, 2013, 11:27

Re: Re: Re:

#47: - Re: Re:

"ეს ხომ ჩვეულებრივი ბიზნესია, რომელმაც როგორც ბიზნესმენს ისე საზოგადოებას უნდა მოუტანოს სარგებელი", თქვენ საქართველოში ცხოვრობთ???

guest#50 Feb 02, 2013, 11:32

Re: Re: Re:

#47: - Re: Re:

მანანა, ამ დასკვნებშიც ცდებით, ჩემი აზრით რა თქმა უნდა. ესეც ჩემი აზრია - მცდარი დასკვნებს ინფორმაციის, ცოდნის ნაკლებობა იწვევს. ასე რომ კვლავ გირჩევთ, წაიკითხოთ ხელშეკრულებები და სარგებელზე მერე გააკეთოთ დასკვნები