ყაზბეგის რაიონში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების შესაჩერებლად
Re:
turketis moxmareba kovelcriulat 1000 megavatit matulobs ik dens kiduloben 10 centis parglebshia chven importirebul dens romelic charbad gvchirdeba 7 centad vkidulobt kovelcliurad chveni moxmareba 10% izrdeba shedegad ra gamodis
gamodis rom ert or celicadshi denic gagvizvirdeba imitom rom motxovna regionshi katastropulad izrdeba da chven am pasadac ver vishovit imitom rom turketi bevrad mets ixdis da tanac moxmarebac bevrad metiak
da mere
rogor pikrobt es tkveni demagogia vitom bunebis sikvarultan dakavshirebit ushvelis kvekanas
mcvaneebis grantebis agebis survili ukve kvelam gaigo da kelshic amovida.
არგუმენტები, არგუმენტები....
http://www.greenalt.org/webmill/data/file/fact_sheet_re_Dariali_hpp_July_2012.pdf
http://www.greenalt.org/webmill/data/file/publications/memorandumebi_da_xelshekrulebebi_analizi.pdf
Re: არგუმენტები, არგუმენტები....
#284: - არგუმენტები, არგუმენტები....
მეორე დოკუმენტი უფრო მოკლედ, ვისაც კითხვა ეზარება: http://www.greenalt.org/webmill/data/file/Policy_Brief.pdf
Re: არგუმენტები, არგუმენტები....
არგუმენტები, არგუმენტები....
Re: არგუმენტები, არგუმენტები....
#287: - არგუმენტები, არგუმენტები....
ara amdeni gishromiat da granti namdvilad gekutnit
vin ar gazlevt gvitxarit unda miuvardet da sul tkveni broshurebi urtkat tavshii
grantebi chkara
aha zaxilis nishnebic sruli bednierebistvis!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გამოინახოს სხვა ალტერნატივა.
dato
Re:
dges rusetidan eksportze shemogvak deni ...
ukve datvlilia da zapxulshic agar gvkopnis hesebis deni da gresic chartuli ikneba da rusetidanac unda shemovitanot...
es amxela antihesuri propaganda neta vis interesshia????
ikneb visganac vkidulobt imat interesshia???
2. კაშხალთან თერგის მიერ მოტანილი ნალექი დაგროვდება და მდინარის ჭალა საგრძნობლად მაღლა აიწევს.
3. დატბორვის შემთხვევაში გაჩნდება კოღო და სხვა ხევისთვის არადამახასიათებელი მწერები.
4. მდ. ჩხერი (თერგის არყოფნის შემთხვევაში) თავის მიერ ჩამოტანილ მასალას ვეღარ გაიტანს, ამოავსებს თერგის ხეობას, სტეფანწმინდის მხარესთან გაათანაბრდება და მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის.
5. მდ. ყუროს (რუსები რუქაზე ცოფიან ღელედ იხსენიებენ) ათასობით კუბური მეტრი ნაყარი მასა ჩამოაქვს. თერგის არყოფნის შემთხვევაში, ყუროდან ჩამოტანილი ინერტული მასალა თერგის ხეობას ამოავსებს, ასევე თავის სადინარ ხეობას. ყურო, რომელიც განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება, პირველ რიგში, ყუროს უბნის მოსახლეობას შეუქმნის საფრთხეს, შემდეგ ტრანსკავკასიურ გაზსადენებს! გარდა ამისა, სტეფანწმინდის (ყოდანი, ნახერეთი) ისედაც მცირე ტერიტორიან საძოვრებს შეექმნება პრობლემა. ამ ადგილებში ჰესის მშენებლები სალექარის მოწყობას აპირებენ ე.ი. სოფელს საძოვარი აღარ ექნება.
6. დარიალის ხეობის დასაწყისში გავრცელებულია ქაცვის ბუჩქები, რომლითაც მოსახლეობა სარგებლობს (გვიან შემოდგომით ნაყოფს კრეფენ და თავს ირჩენენ). ქაცვის ბუჩქებზეა დამოკიდებული იშვიათი ფრინველები დიდი კოჭობა და წითელმუცელა ბოლოცეცხლა, რომლებიც მთელ ევროპაში მხოლოდ ყაზბეგში გვხვდება. მათ სანახავად გაზაფხულობით უამრავი ტურისტი ჩამოდის. ქაცვის ბუჩქებს უყვარს წყალი, თუ თერგი აღარ იქნება, არც ქაცვი იქნება, აღარც ფრინველები და აღარც ტურისტები.
7. საფრთხე ექმნება ნაკადულის კალმახს, როგორც თერგში, ისე ბროლისწყალში.
8. წყალზეა დამოკიდებული იქ მაცხოვრებელი პატარა ცხოველები, რეპტილიები და ა.შ.
9. დარიალის ხეობა: 1) დარიალიჰესის გვირაბების პორტალის ადგილი არასწორადაა შერჩეული, კერძოდ: ის პირდაპირ მდებარეობს მდ. დევდორაკის და თერგის შეერთების ადგილას. მდ. დევდორაკი სათავეს იღებს მყინვარ დევდორაკიდან. ეს მყინვარი ცნობილია კავკასიაში, როგორც ჰიფსომეტრიულად ყველაზე დაბლა მყოფი. იგი შედის დაკიდული მყინვარების რიგში, იმპულსურია, თავის ისტორიაში რამდენჯერმე მოწყვეტილა და კატასტროფა გამოუწვევია. უდიდესი კატასტროფა მოხდა 1832 წელს, როდესაც მოწყვეტილი მყინვარი თავის ქვაღორღიანად მიახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა; ჩამოწვა დარიალის ხეობაში, მდ. თერგი გადაკეტა სამი დღის მანძილზე, რომელიც შემდეგ გაარღვია და ვლადიკავკაზი დატბორა, აღსანიშნავია, რომ მოწყვეტილი ყინული შვიდი წლის მანძილზე დნებოდა. ხუთი წლის წინ მდ. დევდორაკმა უამრავი ნალექი ჩამოიტანა, სამხედრო გზა წაიღო და ადამიანიც დაიღუპა. თუ თერგი აღარ იქნება, დევდორაკის მიერ ჩამოტანილი ნალექიც ამოავსებს ხეობას და გზა აღარ იქნება.
10. ხდის წყლის შესართავთან შენდება ულამაზესი მონასტერი... თავად განსჯეთ სამი ჰესის ტყვეობაში მოქცეული რა სანახავი იქნება!
11. ხდის ხეობა ჯერ კიდე სსრკ-ს დროს შეყვანილი იქნა საქართველოს სსრ „წითელ წიგნში.“ ეს არის უნიკალური ხეობა თავისი სილამაზით, ლანდშაფტით, ბიომრავალფეროვნებით, რომელიც უამრავ ტურისტს და ალპინისტს იზიდავს. ამ ხეობაშია იშვიათი „რადეს ფიჭვი“, „დარეს არყი“, ა.შ. ხეობაში ქარი თითქმის არ იცის, ზაფხულობით აქ შეხვდებით უამრავი სახეობის პეპლებს. ხდის ხეობა განთქმულია თავისი საჯიხვეებით. კავკასიონის ამ ენდემს შესანიშნავი პირობები აქვს საცხოვრებლად და გასამრავლებლად. ხდის ხეობა 2012 წლამდე ინარჩუნებდა თავის პირვანდელ სახეს, სანამ ჰესების ბუმში ჩართული ხალხი არ გამოჩნდა, ჰესის მშენებლებს ნებართვა არ ჰქონდათ მიღებული, რომ წინასწარ ააოხრეს ხეობის შესასვლელი.
12. ხდის ხეობას შესასვლელში მარჯვენა მხრიდან უერთდება დაკიდული პატარა ხეობა „საწისქვილე რუვი“ , რომლიდანაც მაახლოებით 20 წლის წინ ღვარცოფი წამოვიდა და საქართველოს სამედრო გზა წაიღო, გზად ერთი შენობაც მთლიანად გაანადგურა!
13. ხდის ხეობა უამრავი ხალხის სათაყვანებელი ადგილია. ჩვენთვის ეს წმინდა ადგილად აღიქმება! მსოფლიოს სახელგანთქმულ მუზეუმებში ინახავენ დიდი მხატვრების ტილოებს სადაც ბუნების პეიზაჟებია დახატული, ამ ნახატების გაფუჭება არავის მოუვა აზრად! ჩვენ კიდევ, ეს ულამაზესი ძეგლი გვიდგას თვალწინ და მავანის ფულის საკეთებლად უნდა გავანადგუროთ!
14. ხევში სამუშო ადგილების დეფიციტია, ამიტომაც მოსახლეობის ნაწილს ჰესების მშენებლობაზე დროებითი, მოკლევადიანი სამუშაო მისცეს. აშენების შემთხვევაშიც ადგილობრივებს დაბალანაზრაურებად სამსახურს შესთავაზებენ, მეპატრონეები თავის ხალხს ჩამოიყვანენ და მოხევეებს კვალიფიკაციას დაუწუნებენ! ასი კაცის ორი წლის მანძილზე დასაქმება ხევისთვის არანაირი შეღავათია!
15. ჰესები კერძო კომპანიებისაა და როგორც ვიცით სახელმწიფოს ექსპლუატაციიდან 10 წლის მანძილზე, წელიწადში სამი თვე დეფიციტის დროს უნდა მიაწოდოს ელექტროენერგია ექვსნახევარ ცენტად! როცა დღეს ჩვენ დენს ბევრად იაფად ვყიდულობთ! ღირს ამის გამო ულამაზესი ხეობების გაფუჭება?
ხევის უნიკალური ბუნების თვითმყობადობაში დაარწმუნა დიდმა ქართველი მეცნიერმა, მამულიშვილმა, ერისკაცმა ნიკო კეცხოველმა საბჭოეთის კრემლის მესვეურები ხელი აეღოთ დარიალი ჰესის მშენებლობაზე! ახლა როცა დამოუკიდებელ საქართველოში ვცხოვრობთ, ის ტოტი არ მოვჭრათ რომელზეც ვზივართ! დაფიქრდით და უარი თქვით არაფრის მომტან ჰესების მშენებლობაზე!
Re: Re:
ძალიან მაინტერესებს ოდნავ მაინც თუ ინტერესდებით ამ საკითხის დადებით და უარყოფითი მხარეებით!!!! და თუ გგონიათ რომ მაგ ჰესებიდან თუნდაც რაჭიდან ან სვანეთიდან 1 კვტ მაინც შენ, ქართველს მოგხმარდება თუნდაც იმ ფასად რაც ამ ეტაპზე გიჯდება იმპორტირებული, ძალიან ცდებით!!! აგრკვევით თქვა ინვესტორმა - ხევის მოსახლეობისთვის შეღავათიანი ტარიფები არის აბსურდი და არ შეესაბამება სიმართლეს. რა სიკეთეს მოგიტანენ ეს ჰესები ჯერ მაგაზე მაინტერესებს თქვენი აზრი და მერე მისი უარყოფითი მხარეებიც მითხარით, თუ გნებავთ მე ჩამოგითვლით :)
| This discussion has been closed. |
GI ORGI