Petitions.com

საქართველოს მოქალაქეობის მარტივი წესით გაცემა ეთნიკური ქართველებისა და საქართველოში დაბადებულ, გაზრდილ და წარსულში საქართველოს მოქალაქეობაში მყოფი პირებისათვის!

ირმა მაისურაძე · AT

  • მოვითხოვთ ცვლილებების შეტანას საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ".

მოვითხოვთ, რომ განთავისუფლდნენ ეთნიკური ქართველები, აგრეთვე საქართველოში დაბადებული და ადრე საქართველოს მოქალაქეობაში მყოფი პირები სავალდებულო საგამოცდო ტესტირებისაგან (ენის, ისტორიისა და სამართლის ცოდნასთან დაკავშირებით) მოქალაქეობის გაფორმებისას  ან მოქალაქეობის აღდგენისათვის.

 გამოცდები მიგვაჩნია არალოგიკურად და არასამართლიანად, რადგან ის შეიქმნა უცხოელების ინტეგრაციისთვის. აბსურდულია "ინტეგრირება" ადამიანისა, რომელიც ტიტულოვან ერს ეკუთვნის და ამ ქვეყანაში დაიბადა და გაიზარდა, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენაა. ჩვენ არ ვართ უცხოელები! ჩვენ ქართული სამყაროს ნაწილნი ვართ!

ჩვენ მოვითხოვთ მოქალაქეობის უპირობოდ აღდგენას და გაცემას ქართველებსა და ყოფილ საქართველოს მოქალაქეებზე. ცალსახად უნდა შეიცვალოს, მოხდეს კორექტირება კანონმდებლობისა, რომელიც ამჟამად არ შეესაბამება თანამედროვე რეალიებს. ბოლო უნდა მოეღოს უსაფუძვლოდ გახშირებულ უარყოფითი პასუხების მიღებას ქართველებსა და ყოფილ საქართველოს მოქალაქეებზე მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით  გაურკვეველი და აუხსნელი მიზეზებით, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.

მეგობრებო, ჩვენ ვართ რეალური ძალა! დადგა დრო, რომ ვიმოქმედოთ კანონმდებლობის, დემოკრატიისა და სამართლიანობის საფუძველზე და მოვითხოვოთ და რეალურად შევცვალოთ კანონმდებლობა, რომელიც ხალხს უნდა ემსახურებოდეს და ადამიანების ინტერესებს იცავდეს. 

დაგვიჭირეთ მხარი და მოაწერეს ხელი პეტიციას, რათა მოხდეს ამ მტკივნეული საკითხის პოზიტიურად გადაჭრა ჩვენი ხალხის, ახლობლების, ყველას სასარგებლოდ. ჩვენ ერთი მუჭა ერი ვართ და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს. ყველა მხარდამჭერს წინასწარ გიხდით მადლობას! 

გააზიარეთ პეტიცია

დაეხმარეთ ამ პეტიციას მეტი ხელმოწერის მიღებაში.

ჩამოკოპირეთ ბმული მესიჯში და გაუგზავნეთ მეგობრებს, რომლებიც შესაძლოა მოაწერონ ხელი.




ფასიანი რეკლამა

Petitions.com ამ პეტიციას დაარეკლამირებს 3,000 ადამიანს.

გაიგე მეტი...

აირჩიეთ თქვენი ბიუჯეტი
„გადახდის მეთოდი“
PayPalGoogle PayApple Payსაკრედიტო ბარათი

გასაგრძელებლად აირჩიეთ გადახდის მეთოდი.