Petitions.com

შეამოწმეთ ბათუმის ზოოპარკი და გააუმჯობესეთ პირობები

ნ ნინო მერებაშვილი · GE

ბავშვობიდანვე მჯეროდა, რომ ცხოველები უნდა ცხოვრობდნენ ისეთ გარემოში, რომელიც შეესაბამება მათ ბუნებრივ გარემოს და არა გალიებში სადაც ისინი მხოლოდ გასართობი საგნები არიან. ბათუმის ზოოპარკი, რომელიც მდებარეობს პიონერთა პარკში, ამჟამად არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც აუცილებელია ცხოველთათვის. ჩვენთვის მნიშნელოვანია, რომ ზოოპარკში შესაბამისმა ორგანოებმა ჩაატარონ შემოწმება და დაადგინონ არსებული შეცდომები, რათა რაც შეიძლება სწრაფად გაუმჯობესდეს ცხოველთა პირობები. 

ამდენად, მოვითხოვთ, რომ ბათუმის ზოოპარკი შემოწმებულ იქნას შესაბამისი ორგანოების მიერ. გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, ზოოპარკის მენეჯმენტს მიეცეთ გამოსასწორებელი ვადა და თუ ამ პერიოდშიც ვერ შეძლებენ ცხოველებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, მაშინ ზოოპარკი უნდა დაიხუროს. 

მოვუწოდებთ ყველა ცხოველის მოყვარულს და ზრუნვით განწყობილ საზოგადოებას, წვლილი შეიტანეთ ამ საქმეში. დავდგეთ ერთად ცხოველების უფლებების დასაცავად და გავაუმჯობესოთ მათი საცხოვრებელი პირობები.

გთხოვთ, ხელი მოაწეროთ ამ პეტიციას და ერთად მოვითხოვოთ ცვლილებები, რომლებსაც ცხოველები იმსახურებენ.

გააზიარეთ პეტიცია

დაეხმარეთ ამ პეტიციას მეტი ხელმოწერის მიღებაში.

ჩასვით ბმული შეტყობინებაში და გაუგზავნეთ მეგობრებს, რომლებმაც შესაძლოა ხელი მოაწერონ.

დაასკანირეთ ხელის მოსაწერად

აჩვენეთ ეს კოდი მეგობარს: ისინი მიაპყრობენ ტელეფონის კამერას და შეუძლიათ მაშინვე მოაწერონ ხელი.




ფასიანი რეკლამა

Petitions.com დააკამპანიებს ამ პეტიციას 3,000 ადამიანს.

გაიგე მეტი...

აირჩიეთ თქვენი ბიუჯეტი
გადახდის მეთოდი
გადახდის მეთოდი