აიკრძალოს მარაო ელექტრონული მუსიკის ღონისძიებებზე!

მარაო.png

მოგმართავთ ელექტრონული მუსიკის ღონისძიებების ორგანიზატორებს

ეს პეტიცია მიზნად ისახავს, აღიკვეთოს ელექტრონული მუსიკის ღონისძიებებზე მარაოს (ე.წ. "ვეერის") გამოყენება. მნიშვნელოვანია, დავაკონკრეტოთ: პრობლემას არ წარმოადგენს მარაოს პირველადი დანიშნულება (გაგრილება), არამედ მისი გაშლის მექანიზმისგან გამოწვეული სპეციფიკური, ხმამაღალი ბგერა, რომელსაც ზოგიერთი სტუმარი რიტმულად იყენებს.

ეს ქმნის ორ ძირითად, კრიტიკულ პრობლემას:

1. მუსიკალური სტრუქტურის დაზიანება: მარაოს გაშლის მკვეთრი "ტკაცუნის" ხმა არის აკუსტიკური ჩარევა, რომელიც უხეშად ემატება საერთო მუსიკალურ სურათს. ეს არის სტუმრის მიერ გამოწვეული ხმაური და არა შემსრულებლისგან - რაც ზემოხსენებულ აკუსტიკურ შეცდომასთან ერთად იწვევს როლებისა და ფუნქციების არევას მსმენელსა და შემსრულებელს შორის.

2. ტექნიკური პერსონალის შეცდომაში შეყვანა და პანიკა: მარაოს გაშლისას გამოცემული ბგერა (იმპულსი) ტემბრით და ხშირად რიტმითაც (რადგან სტუმრები სწორედ მუსიკას ამთხვევენ) ჰგავს ხმის სისტემის კომპონენტის დაზიანების ხმას — მაგალითად, "გახეული" ან გადამწვარი დინამიკის ხმას.

ხმის სისტემაზე პასუხისმგებელი გუნდისთვის (Sound-ინჟინრებისთვის) ყოველი ასეთი ხმის გაგონება არის განგაშის სიგნალი. თავდაპირველად მათ ჰგონიათ, რომ მწყობრიდან გამოვიდა ერთერთი კომპონენტი და საჭიროებს დაუყოვნებლივ, გადაუდებელ რეაგირებას. ეს მუდმივი ცრუ განგაში ხელს უშლის მათ მუშაობაში და საფრთხეს უქმნის ღონისძიების გამართულ ტექნიკურ უზრუნველყოფას.

მოთხოვნა:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავიცვათ მუსიკალური მთლიანობა, პატივი ვცეთ შემსრულებლების შრომას და მივცეთ ტექნიკურ გუნდს მშვიდი და ეფექტიანი მუშაობის საშუალება, ვითხოვთ:

აიკრძალოს მარაოს შეტანა და გამოყენება ელექტრონული მუსიკის ღონისძიებებზე!

გთხოვთ, ხელი მოაწეროთ პეტიციას, რათა ერთად შევინარჩუნოთ ხარისხიანი ხმა და მუსიკალური გამოცდილება ყველასთვის.

მოაწერეთ ხელი პეტიციას

ხელმოწერით, ვადასტურებ, რომ ალექსანდრე შეძლებს იხილოს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე ამ ფორმაზე.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.

ჩვენ არ გამოვაქვეყნებთ თქვენს ელექტრონულ ფოსტის მისამართს საჯაროდ ონლაინ.


ჩვენ უნდა შევამოწმოთ, რომ თქვენ ადამიანი ხართ.

მე თანხმობას ვაცხადებ, რომ დავამუშავო ამ ფორმაზე მითითებული ინფორმაცია შემდეგი მიზნებისთვის:




ფასიანი რეკლამა

Petitions.com ამ პეტიციას დაარეკლამირებს 3000 ადამიანს.

გაიგე მეტი...