Petitions.com

დავუშვათ კანაფის მოყვანა პირადი მოხმარებისთვის – ვთხოვთ საქართველოს პარლამენტს კანონმდებლობის შეცვლას“

G Grow room · GE

დღეს საქართველოში ადამიანებს, რომლებიც კანაფს მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის მოიყვანენ, ემუქრებათ სისხლის სამართლის დევნა.

ეს არ არის სამართლიანი.

კანაფის მოხმარება უკვე დეიკრიმინალიზებულია — ე.ი. თავად სახელმწიფომ აღიარა, რომ ადამიანი საკუთარი სხეულის მიმართ არჩევანის უფლება უნდა ჰქონდეს. მაგრამ, პარადოქსულად, თუ ეს ადამიანი მცენარეს თავად მოიყვანს და არ იყიდის, მაინც შეიძლება ციხეში მოხვდეს.

ჩვენ არ ვსაუბრობთ გასაყიდად მოყვანაზე. არ ვითხოვთ ქუჩის ლეგალიზაციას.

ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ კანონი აღიაროს: ადამიანს, რომელიც არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და კანაფს მხოლოდ თავისთვის ზრდის, არ უნდა ემუქრებოდეს თავისუფლების აღკვეთა.

ეს პეტიცია არის მათთვის, ვისაც სჯერა, რომ არ უნდა დასაჯო ადამიანი არჩევანისთვის, რომელიც არავის ზიანს არ აყენებს.

გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და გავაგებინოთ პარლამენტს — ცვლილება არ არის დანაშაული, გონივრული რეგულაცია არის საჭირო.

გააზიარეთ პეტიცია

დაეხმარეთ ამ პეტიციას მეტი ხელმოწერის მიღებაში.

ჩამოკოპირეთ ბმული მესიჯში და გაუგზავნეთ მეგობრებს, რომლებიც შესაძლოა მოაწერონ ხელი.




ფასიანი რეკლამა

Petitions.com ამ პეტიციას დაარეკლამირებს 3,000 ადამიანს.

გაიგე მეტი...

„გადახდის მეთოდი“
PayPalGoogle PayApple Payსაკრედიტო ბარათი

გასაგრძელებლად აირჩიეთ გადახდის მეთოდი.