Petitions.com

მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის

გ გულად ქანთარია ·

საქართველოს ხელისუფლებას,
 
ჩვენ, ხელმომწერი მასწავლებლები, ჩვენი მოსწავლეებისა და საქართველოს მომავლის წინაშე პასუხისმგებლობით საქართველოს ხელისუფლებას მოგიწოდებთ თქვენი
უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოთ ყველა ზომა ევროკავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. სამწუხაროდ, ,,უცხოური გავლენის
გამჭირვალობის შესახებ“ მიღებული კანონი საფრთხეს უქმნის კონსტიტუციით აღიარებულ ეროვნულ მიზანს.
 
საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვისა და მიღების პროცესმა თვალნათელი გახადა საზოგადოების გახლეჩის პრობლემა. რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენი ქვეყნის საგარეო საფრთხეებისგან დასაცავად უმნიშვნელოვანესია
ერთიანობის შენარჩუნება. სამწუხაროდ, საკანონმდებლო ინიციატივამ და მისმა დამტკიცებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს მოსახლეობის პოლარიზებასა და დასავლელი მეგობრების გაუცხოებაში.
 
ჩვენ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მასწავლებლები, მოქალაქეთა ერთიანობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის მოგიწოდებთ, გადახედოთ
გადაწყვეტილებას და გააუქმოთ ,,უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონი.F-aPlpgbYAADRaC_657b3d36138d0.jpg

გააზიარეთ პეტიცია

დაეხმარეთ ამ პეტიციას მეტი ხელმოწერის მიღებაში.

ჩასვით ბმული შეტყობინებაში და გაუგზავნეთ მეგობრებს, რომლებმაც შესაძლოა ხელი მოაწერონ.

დაასკანირეთ ხელის მოსაწერად

აჩვენეთ ეს კოდი მეგობარს: ისინი მიაპყრობენ ტელეფონის კამერას და შეუძლიათ მაშინვე მოაწერონ ხელი.




ფასიანი რეკლამა

Petitions.com დააკამპანიებს ამ პეტიციას 3,000 ადამიანს.

გაიგე მეტი...

აირჩიეთ თქვენი ბიუჯეტი
გადახდის მეთოდი
გადახდის მეთოდი