Petitions.com

მოსკოვის გამზირს შეეცვალოს სახელი და დაერქვას არჩილ ტატუნაშვილის გამზირი

ხატია მათიკოშვილი ·

tatunashviliiii.jpg

დღეს ცივილური სამყარო შეჯერდა იმ აზრზე რომ რუსეთი აგრესორია და ბევრმა ქვეყანამ დაიწყო რუსული სიმბოლიკის შეცვლა/გაქრობა 
 
დაუშვებელია თბილისში მოსკოვის გამზირის არსებობა ამ სახელწოდებით, მაშინ როცა უამრავი გმირი მსხვერპლი გვყავს აგრესორი რუსეთის მიერ
 
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორიდან გაიტაცეს და ოკუპირებულ ცხინვალში სასტიკი წამებით მოკლეს,ცხედარი კი ოჯახს ერთი თვის შემდეგ გადასცეს, მისი მკვლელები დღემდე დაუსჯელები არიან, აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ არჩილ ტატუნაშვილი 2008 წლის ომში იღებდა მონაწილეობას და იცავდა ქართულ მიწას აგრესორი რუსეთის ჯარისგან
 
2 აპრილს არის არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღე, მივმართავთ თბილისის მერიას  მოთხოვნით: მის დაბადების დღეზე მოხდეს მოსკოვის გამზირის სახელის ცვლილება არჩილ ტატუნაშვილის გამზირის სახელით, ეს იქნება სიმბოლო ბოროტებაზე გამარჯვების და დასტური იმის რომ გმირები არასდროს კვდებიან 

გააზიარეთ პეტიცია

დაეხმარეთ ამ პეტიციას მეტი ხელმოწერის მიღებაში.

ჩამოკოპირეთ ბმული მესიჯში და გაუგზავნეთ მეგობრებს, რომლებიც შესაძლოა მოაწერონ ხელი.




ფასიანი რეკლამა

Petitions.com ამ პეტიციას დაარეკლამირებს 3,000 ადამიანს.

გაიგე მეტი...

აირჩიეთ თქვენი ბიუჯეტი
„გადახდის მეთოდი“
PayPalGoogle PayApple Payსაკრედიტო ბარათი

გასაგრძელებლად აირჩიეთ გადახდის მეთოდი.