გლდანი-ნაძალადევის რაიონში მარშუტების დაბრუნება!
პეტიცია შეეხება იმ სამარშუტო ტრანსპორტების დაბრუნებას, რომლებიც სახელმწიფომ მოხსნა. ინფორმაცია შეგროვდა ამ რაიონებში მცხოვრები მოსახლეობისგან. მარშუტების ჩამონათვალი:მუხიანი-445,135,49,142,61,161,147. გლდანი-147,100,30,133. ტრანპორტის მიმოსვლის მდგომარეობა საკმაოდ შეფერხებულია. მოსახლეობას უჭირს გადაადგილება სწრაფად და კომფორტულად. საჭიროა ამ პრობლემის აღმოფხვრა, რათა მოსახლეობამ თავისუფლად შეძლოს გადაადგილება. ამისათვის საჭიროა შეგროვდეს თქვენი ხელმოწერები, რომ სახელმწიფოს მივაწვდინოთ ხმა.