გადავარჩინოთ მუცო !
პეტიცია
უნიკალური ისტორიული ძეგლი და ამასთანავე მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავი ნიმუში მუცო ინგრევა ! ეს პროცესი უაღრესად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მისი ნგრევის პროცესი, სხვადასხვა ექპერტული შეფასებებით, ძეგლის 60 % თითქმის დანგრეულია. აუცილებელია გადაუდებლად დაიწყოს ციხე-სოფლელ მუცოს რეაბილიტაციის პროცესი და უპირველეს ყოვლისა განხორციელდეს მისი კონსერვაციის (გამაგრების) სამუშაოები.
ჩვენი მოთხოვნაა დაუყონებლივ (ერთი თვის ვადაში) გამოიძებნოს თანხები მუცოს გამაგრებითი სამუშაოების განსახორციელებლად და აღნიშნული უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყოს წელსვე და დასრულებულ იქნას შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ, როგორც ხელისუფლებაში მყოფმა პირებმა, შეასრულოთ თქვენი კონსტიტუციური მოვალეობა და არ დაუშვათ კულტურული მემკვიდრეობის თვალსაჩინო ნიმუშის, ციხე-ქალაქ მუცოს განადგურება, რადგან ეს იქნება დანაშაული როგორ ჩვენი, ასევე სრულიად ცივილიზებული სამყაროს წინაშე !
განცხადება ამ ვებგვერდის ადმინისტრატორისგანჩვენ დავხურეთ ეს პეტიცია და წავშალეთ ხელმომწერთა პირადი ინფორმაცია.ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) მოითხოვს კანონიერ საფუძველს პერსონალური ინფორმაციის შესანახად და იმას, რომ ინფორმაცია შენახული იყოს რაც შეიძლება მოკლე ვადით. 1 713 |