ჩატარდეს გამოცდები შერეული ფორმატით!

კომენტარები

#2

ხელს ვასერ იმიტომ რომ ვარ რეგიონში და არ მაქვს საშუალება ქალაქში ჩმოსვლის

(თიანეთი, 2021-05-17)

#36

სამართლიანად,კეთილსინდისიერად და თანასწორად გადაწყდეს გამოცდების საკითხი.

(თბილისი, 2021-05-17)

#38

დისტანციური სწავლა არ არის იმდენად ნაყოფიერი,რომ დისტანციურად მიღებული ცოდნის სᲐფუძველზე გამოცდები ჩატარდეს აუდიტორიაში.
ამასთანავე,ბევრი სტუდენტი,ისევე როგორც მე, ცხოვრობს რაიონებში და გამოცდებისთვის რამდენიმე დღით დედაქალაქში ჩასვლა ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

(მარტვილი, 2021-05-17)

#47

ვიმყოფები რეგიონში და ჩემთვის რთულია მხოლოდ გამოცდების გამო ჩამოსვლა.

(გურჯაანი, 2021-05-17)

#52

ვარ რაიონიდან და ხელის შემშლელი იქნება ჩემთვის ქალაქში სიარული

(ჟინვალი, 2021-05-17)

#57

იმიტომ რომ ვმუშაობ კოვიდ კლინიკაში,კოვიდ პაციენტებთან და მუდმივ კონტაქტში ვარ მათთან,რითაც არსებობს საფრთხრ შევუქმნა სხვა სტუდენტების ჯანმრთელობა

(თბილისი, 2021-05-17)

#59

ხელს ვაწერ პეტიციას,რადგან უნდა არსებობდეს არჩევანის უფლება იმ ბავშვებისთვის რომლებიც დისტანციურად ესწრებიან ლექციებს ,როგორც უნივერსიტეტმა მოგვცა შერეული ფორმით აგვერჩია სწავლის სტილი ახლაც მისაღები ფორმით უნდა შემოგვთავაზეს გამოცდის ჩატარების სტილი

(ზუგდიდი, 2021-05-17)

#61

ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ამ მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ფონზე არარეალურად მიმაჩნია უნივერსიტეტში გამოცდების წერა და ასევე ის ფაქტიც გასათვალისწინებელია,რომ მთელი წელი ონლაინ ვსწავლობთ და მოგეხსენებათ,რომ ონლაინ სწავლა არცთუ ისე ხარისხიანია,ამიტომ მოვითხოვთ მოგვეცეს არჩევანის საშუალება თუ სად და რა ფორმით ვწეროთ ფინალური გამოცდები

(თბილისი, 2021-05-17)

#73

გამარჯობა, ვფიქრობ ფინალური გამოცდები აუცილებლად შერეული ფორმატით უნდა ჩატარდეს
შემდეგი მიზეზების გამო:
1. სტუდენტები რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში მათთვის პრობლემატური იქნება ქალაქში ჩამოსვლა, მოკლე ვადაში ბინის მოძებნა და ა.შ
2. მძიმე პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით ამ ეტაპზე უნივერსიტეტში გამოცდების დაწერა დიდი რისკის ქვეშ გვაგდებს თითოეულ ჩვენგანს ჩვენს ოჯახის წევრებს და მათ შორის ყველაზე მეტად ასაკოვან ოჯახის წევრებს რომლებსაც აქვთ დამატებით მწვავე ქრონიკული დაავადებები.
3. წინა წელს ივნისში იყო ბევრად უფრო კარგი სიტუაცია პანდემიის მხრივ და მაშინაც კი ვწერეთ გამოცდები ონლაინ..დღეს კი როდესაც ბევრად უარესი სიტუაციაა არ უნდა გვიწევდეს უნივერსიტეტში მოსვლა.
4. როდესაც მთელი წელი სტუდენტი საგანს სწავლობს ონლაინ ფორმატში რაც არც ისეთი ეფექტურია როგორიც აუდიტორიული სწავლება არასწორი და არასამართლიანია გამოცდების ჩაბარება უნივერსიტეტში.
ჩვენ ვითხოვთ სამართლიან,თანასწორ და კეთილსინდისიერ მიდგომას უნივერსიტეტისგან რომელიც თავის დროზე ავირჩიეთ🙏🏻
ჩაატარეთ გამოცდები ისე რომ ნებისმიერ სტუდენტს ქონდეს საშუალება თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტოს როგორი ფორმატი აირჩიოს!

(თბილისი, 2021-05-17)

#80

ხელს ვაწერ იმიტომ, რომ მთელი წელი საგნები მიტარდებოდა ონლაინ და არ ვთვლი სამართლიანად ფინალური გამოცდების ჩატარებას უნივერსიტეტში!

(თბილისი, 2021-05-17)

#88

არ მინდა გამოცდები უნივერსიტეტში

(თბილისი, 2021-05-17)

#91

ხელს ვაწერ იმიტომ რომ, არასამართლიანია პირველრიგშუ ის რომ სწავლობ ონლაინ და გამოცდას გაბარებინებენ უნივერსიტწტში, ასევე არავინ არ მაძლევს გარანტს იმისას რომ არ დავინფიცირდები, ასევეე ვინც ვცხოვრიბთ რეგიონში ჩვენთვის ფინანაურ სახსრებთან არის დაკავშირებული ეს ყვეკაფერი.

(გურჯაანის, 2021-05-17)

#101

პრობლემები მექნება უდიდესი !

(ხაშური, 2021-05-17)

#102

ძალიან დიდი უსამართლობა იქნება! სწავლება რა ფორმატშიც მიმდინარეობდა, იგივე ფორმატში უნდა დაიგეგმოს ფინალური გამოცდებიც!

(თბილისი, 2021-05-17)

#108

cause online will be better for everyone

(თბილისი, 2021-05-17)

#112

ხელს ვაწერ რადგან უსამართლოდ მიმაჩნია ონლაინ სწავლის შემდეგ , გამოცდების უნივერსიტეტში დაწერა.

(ონი, 2021-05-17)

#123

ვითხოვ სამართლიან და სწავლის ხარისხის პროპორციულ გამოცდებს.

(თერჯოლა, 2021-05-17)

#126

იმიტომ რომ ასე უფრო ხელსაყრელია❤️

(ზესტაფონი, 2021-05-17)

#135

ხელს ვაწერ იმიტომ რომ ვფიქრობ, სწორი იქნება ფინალური გამოცდები უნდა ჩატარედეს შერეული ფორმატით, რადგან სწავლების ფორმა უკვე ერთი წელია არის ონლაინ.

(ზესტაფონი, 2021-05-17)

#150

ონლაინ ლექციების ფონზე უსამართლობაა უნივერსიტეტში ფინალური გამოცდების ჩატარება.

(თბილისი, 2021-05-17)

#152

ჩვენ როგორც საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ვითხოვთ შერეული ფორმატით გამოცდების ჩატარებას მათ შორის ფინალური გამოცდების!
შემდეგი მიზეზების გამო:
1. სტუდენტები რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში მათთვის პრობლემატური იქნება ქალაქში ჩამოსვლა, მოკლე ვადაში ბინის მოძებნა და ა.შ
2. მძიმე პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით ამ ეტაპზე უნივერსიტეტში გამოცდების დაწერა დიდი რისკის ქვეშ გვაგდებს თითოეულ ჩვენგანს ჩვენს ოჯახის წევრებს და მათ შორის ყველაზე მეტად ასაკოვან ოჯახის წევრებს რომლებსაც აქვთ დამატებით მწვავე ქრონიკული დაავადებები.
3. წინა წელს ივნისში იყო ბევრად უფრო კარგი სიტუაცია პანდემიის მხრივ და მაშინ რატომ დააწერინეთ სტუდენტებს გამოცდები ონლაინ? და რა მიზეზით არ აპირებთ ეხლა როდესაც 24 საათში 30 ადამიანი კვდება?!
4. როდესაც მთელი წელი სტუდენტი საგანს სწავლობს ონლაინ ფორმატში რაც არც ისეთი ეფექტურია როგორიც აუდიტორიული სწავლება თქვენ სწორად მიგაჩნიათ სტუდენტს გამოცდების ჩაბარება უნივერსიტეტში მოთხოვოთ? თქვენი აზრით პროპორციულია?

ჩვენ ვითხოვთ სამართლიან,თანასწორ და კეთილსინდისიერ მიდგომას უნივერსიტეტისგან რომელიც თავის დროზე ავირჩიეთ
ჩაატარეთ გამოცდები ისე რომ ნებისმიერ სტუდენტს ქონდეს საშუალება თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტოს როგორი ფორმატი აირჩიოს!

(tbilisi, 2021-05-17)

#156

ჩემი ანისთვის ასე ჯობია

(თბილისი, 2021-05-17)

#160

ხელს ვაწერ იმიტომ, ამჟამად თბილისში არ ვიმყოფები, რადგან დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას შემდეგ ბინის ქირის გადახდას რეგიონში დავრუნება ვარჩიე.

(ზესტაფონი, 2021-05-17)

#169

ხელს ვაწერ იმიტომ,რომ სტუდენტების 60% ან კიდევ უფრო მეტი ამჟამად იმყოფება რეგიონებში, ჩვენი ჯანმრთელობისთვის მიიღეთ გადაწყვეტილება,რომ ლექციები ამ სემესტრში დისტანციურად ჩაგვტარებოდა,ახლა რატომ გვიქმნით საფრთხეს? ამდენი სტუდენტის ჩამოყვანა და ერთად შეკრება,ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრები ჯანმრთელობისთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. მეორე,მე მაქვს ბინა და შემიძლია ნებისმიერ დროს ჩამოვიდე და გავჩერდე,მაგრამ იმ სტუდენტებმა რა ქნან,რომლებსაც 1 კვირისთვის უწევთ ქირაობა,ჯერ ბინის მოძებნა არაა მარტივი ამბავი,მოძებნას რომ თავი დავანებოთ ამ სიტუაციაში,ააქვთ კი ამის შესაძლებლობა ფინანსურად?
გაითვალისწინეთ თითოეული სტუდენტის მდგომარეობა,მოგვეცით უფლება გვქონდეს არჩევანის თავისუფლება,ვისაც აქვს შესაძლებლობა მივა უნივერსიტეტში და იქ დაწერს ფინალურ გამოცდას დანარჩენები კი დისტანციურად.

(ჩხოროწყუ, 2021-05-17)

#172

როგორ პირობებში (დისტანციურად/აუდიტორიაში) ვიარებატ განათლებას იგივე ფორმატში ჩატარდეს ფინალური გამოცდები

(თბილისი, 2021-05-17)

#180

განათლების მიღების ონლაინ პლატფორმა ავირჩიეთ, შესაბამისად, უნდა გვქონდეს უფლება, გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა გამოცდის უნივერსიტეტში ჩაბარება.

(თბილისი, 2021-05-17)

#186

ხელს ვაწერ, იმიტომ რომ როგორც წინა წელს ასევე წელსაც, ვფიქრობ, ვალდებულია თითოეული სკოლა მოგვცეს სტუდენტებს არჩევანის უფლება თუ სად ვამჯობინებთ და მოვახერხებთ ფინალური გამოცდების ჩაბარებას. მოგეხსენებათ დღევანდელი რეალობა, სტუდენტთა ძალიან დიდ ნაწილს არ აქვს საშუალება 5 ან თუნდაც 1 დღის გამო სოფლიდან ქალაქში ჩამოვიდეს. ეპიდ ვითარების გამო კი ასევე სტუდენტთა დიდი ნაწილი უშინდება ხალხმრავალ ადგილებს, რაც არ უნდა დაცული იყოს ის.
დისტანციურად ნასწავლი საგნების უნივერსიტეტში ჩაბარება დიდი უსამართლობაა.
სტუდენტები ვითხოვთ სამართლიანობას!
დიდი იმედი გვაქვს ჩვენსმდგომარეობასა და აზრს ამ ეტაპზე მაინც სცემთ პატივს და გაითვალისწინებთ!

(თბილისი, 2021-05-17)

#189

ხელს ვაწერ იმიტომ,რომ.ვინაიდან ზემოთ აღნიშნულ განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები,რადგანაც ის სტუდენტები რომლებიც იმყოფებიან რეგიონებში მათთვის რთულიაა , ერთი კვირის გამო თბილისში ჩამოსვლა,ასევე როგორც უკვე აღნიშნეს პანდემიასთან დაკავშირებით ,შესაძლოაა ამით შეიქმნასს ძალიაან დიდი რისკ ჯგუფი რომელიც ჩვენ ყველა იქ მყოფსა და ჩვენს ირგვლივ მყოფებს შეუქმნის დიდ საფრთხეს ,რაც მოგეხსენებათ არიქნება მისაღები,კიდევ უამრავი მიზეზიაა ,იმისა რომ გამოცდები ჩატარდეს შერეული ფორმატით.
ვიმედოვნებ გაითვალისწინებთ სტუდენტების თხოვნას.

(ოზურგეთი, 2021-05-17)

#192

ხელს ვაწერ იმიტომ,რომ ოჯახური მდგომარეობისა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის გამო კოვიდ ვითარებამ უფრო არ დაამძიმოს ეს სიტუაცია....ასევე რაიონში მცხოვრებს მიჭირს დროებითი საცხოვრებლის ნახვა თბილისში.

(ასპინძა, 2021-05-17)

#196

ხელს ვაწერ რადგან უნდა იყოს არჩევანის საშუალება ვისაც რა ფორმატით სურს ისე დაწეროს გამოცდები.ასევე არის მძიმე ვირუსული მდომარეობა,ერთი სივრცეში გამოცდების დაწერა იქნება რისკი თითოეული ჩვენგანისთვის.

(თბილისი, 2021-05-17)

#197

ხელს ვაწერ იმიტომ რომ ვფიქრობ იმ ბავშვებისთვის რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო(თბილისში საცხოვრებლის არქონის გამო და ა.შ) ვერ მოახერხეს აუდიტორილი სწავლება მათთვის ფინალურების აუდიტორიაში ჩატარება არის ყველაზე არასამართლიანი ქმედება!!

(ბათუმი, 2021-05-17)

#198

გამოცდები იყოს ონლაინ

(თბილისი, 2021-05-17)

#199

ვფიქრობ რომ დისტანციურად მიღებული ცოდნით უსამართლობაა გამოცდების უნივერსიტეტში ჩაბარება.

(თბილისი, 2021-05-17)

#200

ონლაინ სწავლების შესაბამის გამოცდებს ვითხოვ.

(თბილისი, 2021-05-17)