თამაზ ელიზბარაშვილის მხარდასაჭერად
საპილოტე პროგრამა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ცხოველთა კონტროლისა და მოვლის სფეროში, ხორციელდება მთელი რიგი დარღვევებით. აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ მიგვიმართავს სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის ოფიციალური წერილებით, სადაც დეტალურად გვაქვს აღწერილი გამოვლენილი დარღვევები და მათი ნეგატიური გავლენა როგორც ცხოველთა კეთილდღეობაზე, ასევე სახელმწიფოს იმიჯზე.ბატონმა თამაზ ელიზბარაშვილმა საჯაროდ დააფიქსირა ის პრობლემები, რომლებზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ. მისი განცხადება შესაძლოა ემოციური ყოფილიყო, თუმცა იგი სრულად ემყარება სიმართლეს და ემსახურება მხოლოდ სახელმწიფოს ინტერესების დაცვასა და ცხოველთა კეთილდღეობას.
ვაცნობებთ სასამართლოს, რომ ბატონ თამაზ ელიზბარაშვილის ქმედება არ ყოფილა სამართალდარღვევა, არამედ იყო სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა, რასაც კანონით დაცული უფლება აქვს თითოეულ მოქალაქეს.
გთხოვთ, სასამართლომ გაითვალისწინოს აღნიშნული გარემოებები და მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება.
ბატონი თამაზი მრავალი წელია ემსახურება ცხოველთა დაცვის საქმეს და მისი ღვაწლი საზოგადოებისთვის უდავოა. ჩვენ ვდგავართ მის გვერდით და ვაცხადებთ, რომ ჩვენი ბრძოლა სიმართლისა და ცხოველთა დაცვისათვის გაგრძელდება მანამ, სანამ სამართალი და ჰუმანურობა სრულად არ აღდგება.
მარიამ ზარდიაშვილი დაუკავშირდით პეტიციის ავტორს.
| აღნიშნული პეტიციის ავტორმა დახურა პეტიცია. |