გადაკეთებული მაყუჩის სუბიექტური შეფასების პრაქტიკის გაუქმება
კომენტარები
#604
თავიდან ბოლომდე დასახვეწი და შესაცვლელია ზემოთ აღნიშნული შეზღუდვა ავტომობილებზე,ბაიკებზე და ყველა შიდა წვის ძრავზე მომუშავე ტრანსპორტზე.ვახო აფციაური (თბილისი, 2026-03-16)
#605
მე თანხმობას ვაცხადებილია წიკლაური (თბილისი, 2026-03-16)
#607
არ ვეთანხმები არალეგიტიმურ კანონს რომელიც მიზნად ისახავს უკანონოდ და უმიზეზოდ უდანაშაულო ხალხისთვის მოტო/ავტო ტრანსპორტის წართმევას.მოთხოვნა არის მოხდეს კანონის კარგად შესწავლა, სპეციალური სამსახურის დაწესება და ამ სამსახურის ტექნიკური აღჭურვა.
Luka Kobaladze (Tbilisi, 2026-03-16)
#616
ძაან თავზე გადაიჯვეს და ყელშია უკვე მაგათი საქციელიgiga matitaishvili (rustavi, 2026-03-17)
#627
ხელსვაწერ რადგან კანონი უსამართლოა და თვითნრბურად ხდება მიკერძოებულად ტრანსპორტის გადაყვანა და ხალხის დროის და რესურსების გლანგვასაბა შენგელია (თბილისი, 2026-03-18)
#630
პირველი იქიდან დავიწყოთ რომ როდესახ ქვეყანას ევროპისთვის მიბაძვა სურს დაე სრულად გააკეთონ. ძალიან ბევრ ყვეყანაში თავისუფლად დადიან მოტოები და ასევე მანქანები. დეციბალებზე და კანონებზე მანამ დაიწყებენ საუბარს და კანონის შემოტანას გასაზომი მაინც ქონდეთ და 80დეციბალი ზედმეტად ნაკლებიც შეიძლება იყოს ბევრ შემთხვევაში. ყველაფერს აქვს ხმა( მაცივარიც და და თმის ფენიც კი ადის 80 დეციბალზე) არამარტო ეგ პოლიციამ თავისი საქმის გაკეთება არიცის. აქ პროფესიუნალურად მოქცევა აღარ ხდება ის გაგაჩერებს მხოლოდ იმის მას არმოეწონე ანდაც რომ ხასიათზე არარის და ბევრი ჯარიმაც დაიწერა ეგრე იმ ადამიანის სრულზე რომელიც სამსახურს კიარ ასრულებს არამედ თავისი პრობლემები მოაქვს სამსახურში. ისიც გასათვალისწინებია რომ ბევრი ასეთი გაჩერების გამო ყოფილა შემთხვევა სადაც გაჩერებულის უფლებები ირღვევა. და აი სად არის სწორი სისტემა სწორი კანონო სწორი გადაწყვეტილება? არსად საქართველოში არსად და მაგიტომა ყველას რო გვეზიზღებითMariam Fochxua (Tbilisi, 2026-03-19)
#671
უსამართლოდ ართმევენ ხალხს ტრანსპორტს ზოგიერთი მათგანი კი დარჩა შემოსავლის გარეშე... ამ ადამიანების უკან ოჯახებია....გაბრიელი შავლოხაშვილი (თბილისი, 2026-03-20)
#677
ხელს ვაწერ, იმიტომ რომ უსამართლობაა რაც ხდება. დღის საათებში ხმაურიან ქალაქში მოტოთი გადაადგილების აკრძალვა რადგან განსხვავებული ხმააქვს და არა მაღალი და ასევე დასჯა იმ ადამიანების ვინც ნორმალურად ატარებენ ტრანსპორტს.Dachi Dolidze (თბილისი, 2026-03-20)
#680
არ მიმაჩნია ეს კანონი უაზროა და მოტოციკლეტის მფლობელებს დისკომფორტს უქმნისზაზა გულბანი (თბილისი, 2026-03-20)
#695
იმიტომ ვაწერ ხელს რომ ეს კანონი არ ემსახურება ხალხს ….არასამართლიანია …
გურამ პაპელიშვილი (თბილისი, 2026-03-20)
#699
ხელს ვაწერ იმიტომ რომ ვარაუდით და ვიღაცის თვალში არ მოწონების გამო არ უნდა ვისჯებოდეთგიორგი ცხადაძე (თბილისი, 2026-03-20)
#701
რადგან სრულიად უაზროდ და გაუაზრებლად შემოგდებული კანონიაგაგა გიორგაძე (თბილისი, 2026-03-20)
#707
..გიორგი ჭრიკიშვილი (თბილისი, 2026-03-20)
#711
ხელს ვაწერ იმიტომ რომ არასამართლიანი როგორაც ექცევიან მოტო და ავტო ტრანსპორტის მძღოლებსგიორგი მალაქშანიძე (ქუთაისი, 2026-03-20)
#712
.საბა ლორთქიფანიძე (რუსთავი, 2026-03-20)
#732
კანონი არის არასრული და ჩამოუყალიბებელი რომელიც ზღუდავს ავტო/მოტო მოყვარულის გემოვნებას ვიზუალური შეხედულების გამოც.ვთანხმდებით რომ გადამეტებული ხმაური არასასიამოვნოა, მაგრამ უნდა იყოს დადგენილი ნორმა რის მიხედვითაც ავტო / მოტო მოყვარულები შევძლებთ გადავაკეთოთ მაყუჩი თუნდაც მხოლოდ ვიზუალის მხრივ და არ იყოს სასჯელი ისეთ გადაკეთებაზე რასაც ზიანი არ მოაქვს.
ე.წ. სპორტული ან გადაკეთებული მაყუჩი შეიძლება იყოს ქარხნულის ტოლი ან ოდნავ სპორტული ხმით რისი ფუნქციაც აქვს, მაგრამ ორივე მხარის არასასიამოვნო სიტუაციის თავიდან ასარიდებლად საჭიროა დადგინდეს შესაბამისი ნორმები (მაგ: დასაშვები დეციბალის ნორმა) რის მიხედვითაც ორივე მხარე მოგებული დარჩება, ავირიდებთ თავიდან არამარტო მოსახლეობის ხმაურისგან შეწუხებას, არამედ დაკმაყოფილდება ავტო / მოტო მოყვარულების მოთხოვნაც.
მაყუჩის ხმის დონე გაიზომოს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მიერ რომელსაც ექნებათ სპეციალური ხელსაწყო (დეციბელმეტრი), ხოლო გამართულობის დადგენა შესაძლებელი იყოს ტექ ინსპექტიტების ცენტრებში სადაც თავიდან აცილებული იქნება არასწორად მაყუჩის გადაკეთება ან ე.წ. “გატრუბვა”.
მაყუჩის სისტემა ავტო / მოტო ტრანსპორტისთვის არის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოდიფიკაცია რომელიც ემსახურება არამარტო ვიზუალს არამედ პერფორმანსს და სპორტული ან სასიამოვნო ხმის მიღებას.
ინფორმაციისთვის: მაყუჩის ბევრნაირი ბრენდი არსებობს რომელიც აწარმოებს არა ხმაურიან, არამედ სპორტული ან სასიამოვნო ხმის მაყუჩს, მაგ: HKS, Tomei, Schmiedmann, Akrapovic, Magnaflow, Remus, Borla, Leo Vince, Cobra და სხვა, რომლის სია ძალიან დიდ დროს წაიღებს, თითოეული ნორმალური ან ცნობილი ბრენდი გადის სერთიფიცირებას Jasma, ECE და ა.შ.
წინააღმდეგი ვარ ცოდნის გარეშე მიღებული კანონის, და მოხარული ვიქნები თუ ჩაერთვებიან ავტო / მოტო ფედერაცია და მათთან შეთანხმებით მოხდება კანონის მიღება რომელიც არ დააზიანებს ავტო / მოტო მოყვარულებსაც რადგან ავტო / მოტო ფედერაციის წევრებს წესით უნდა ჰქონდეთ იმაზე მეტი კომპეტენცია ამ საკითხზე ვიდრე პარლამენტის წევრს რომელსაც ტრანსპორტი მხოლოდ ა პუნქტიდან ბ პუნქტში გადაადგილებისთვის სჭირდება.
(ჩემი პირადი აზრით ძალიან დიდი სისულელეა კანონის ცოდნის გარეშე მიღება, და ამასთან უფრო სისულელეა ავტო / მოტო ფედერაციის დუმილი, იმედი მაქვს ეს პეტიცია გამოიღებს შედეგს და ხალხი, ავტო / მოტო მოყვარულები მივიღებთ იმ შედეგს რომელიც ვიმსახურებთ. კანონი რომელიც ამ ეტაპზე ფუნქციონირებს აძლევს უფლებას პატრულის თანამშრომელს ბოროტად გამოიყენოს თავისი ძალაუფლება და ეჭვის ნიადაგზე და არანაირი ცოდნის საფუძველზე ჩამოართვას პიროვნებას მანქანა 10 დღით და ამასთან დააკისროს ჯარიმა + ევაკუატორი და სადგომის ხარჯები).
გიორგი თამაზაშვილი (თბილისი, 2026-03-21)
#734
ასეთ გადატვირთულ ქალაქში ორ საბურავიან ტრანსპორტს, არა ბრძოლა, არამედ წახალისება ჭირდებაგიორგი გოცაძე (თბილისი, 2026-03-21)
#738
ხელს ვაწერ.ნიკა ტატუნაშვილი (თბილისი, 2026-03-21)
#742
ხელს ვაწერ რადგან ვეთანხმები აღნიშნულ საკითხსირაკლი ანტიმინიუკი (თბილისი, 2026-03-21)
#747
იმიტომ რომ გარკვეული რეგულაცია უნდა იყოს და უსაფრთხოება უნდა იყოს ბაიკერების,და იმის გამო არ უნდა გადაწყდეს ბრალდებულობა შემაწუხა თუ არა მე ხმამ ლოგიკა იყოს ყველაფერში და პოლიციელებს ნუ ადებილებთ ამდენი ადამიანის წინაშე ღლაპებივით რომ ბლუყუნებენ და იგონებენ სისულელეებს ასწავლეთ მაინცზაურ ნადირაძე (თბილისი, 2026-03-21)
#752
ამ პრობლემის გადასაჭრელად, ვითხოვთ:დაჯარიმებისა და სატრანსპორტო საშუალების დაკავების დაშვებას მხოლოდ ობიექტური შეფასების საფუძველზე;
სატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის აკრძალვას მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ გამონაბოლქვის სისტემა არ არის ქარხნული, თუ არ არის დადასტურებული ნორმების დარღვევა;
ქარხნული და არაქარხნული (aftermarket) კომპონენტების ლეგალურად აღიარებას, იმ შემთხვევაში თუ ისინი აკმაყოფილებენ დადგენილ ტექნიკურ მოთხოვნებს;
სუბიექტური შეფასების პრაქტიკის სრულ გაუქმებას;
ექსპერტიზის, მათ შორის ლევან სამხარაულის სახელობის ბიუროს დასკვნების სავალდებულო გათვალისწინებას.
კონსტანტინე გვასალია (თბილისი, 2026-03-22)
#758
ხელს ვაწერ იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე აუსამართლო კანონია რაც მიიღეს.ნიკა ქათალანძე (თბილისი, 2026-03-22)
#759
ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ვემხრობი სამართლიან და ობიექტურ სამართლებრივ სისტემას, სადაც გადაწყვეტილებები ეფუძნება მტკიცებულებებს და არა სუბიექტურ შეფასებებს. მიმაჩნია, რომ მოქალაქეთა უფლებები უნდა იყოს დაცული ერთიანი და მკაფიო ტექნიკური სტანდარტებით, ხოლო ნებისმიერი სანქცია უნდა იყოს დასაბუთებული და გამჭვირვალე.Beridze Beridze (ბათუმი, 2026-03-22)
#762
მე კი არ შემხებია მაგრამ ყელში ამოვიდა ამათი (ბესპრედელი)გელა უნდილაშვილი (undila@gmail.com, 2026-03-23)
#763
ვეთანხმები პეტიციაში ასახულ დებულებებსnika gviniashvili (თბილისი, 2026-03-23)
#765
ხელი მეშლება გადაადგილებაშიShmagi kazhashvili (tbilisi, 2026-03-23)
#773
ვთვლი რომ დღევანდელ რეალობაში სამართალდამცავები არაობიექტურად განსჯიან ავტო/მოტო ტექნიკის ე.წ. გადაკეთებული "მაყუჩის" და ხმაურის შეფასებას. არ შეიძლება ყოველგვარი დადასტურებული ფაქტის გარეშე მოქალაქეებს სამართალდამცავი ართმევდეს ავტო/მოტო ტექნიკას და უქმნიდეს ადამიანს ბევრ პრობლემას. საჭიროა ობიეუქტური შეფასებბისთვის გამოყენებული იქნას დეციბელის საზომები და მხოლოდ ხმაურის დადასტურების შემთხვევაში მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.ლუკა მახარაშვილი (თბილისი, 2026-03-23)
#778
საკმაოდ ბევრი მოტოა წართმეული მოტო მოყვარულებისაგან თუმცა არ ვეთანხმები იმას რომ ხმაურიანი ტექნიკა დღე და ღამე იმოძრაოს ქალაქში, უბრალოდ იყოს სამართლიანი პროცესი. გაისინჯოს საჭირო მოწყობილობით მანქანების და მოტოს ხმაურის დონე. გაისინჯოს ისე როგორც უნდა იყოს წესით და კანონით.რობერტ ხალათიანი (თბილისი, 2026-03-24)
#784
ვეთანხმები გადაკეთებული მაყუჩის სუბიექტური შეფასების პრაქტიკის გაუქმებას.ლევან მაჭავარიანი (თბილისი, 2026-03-25)
#785
ხელს ვაწერ იმიტომ რომ უსამართლოდ გვექცევით.ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად დაიწყო ბრძოლა გადაკეთებული მაყუჩების წინააღმდეგ. ჩვენ, მოტოციკლისტთა საზოგადოება, ვიზიარებთ ქალაქში სიმშვიდის შენარჩუნების მნიშვნელობას, თუმცა ვაპროტესტებთ აღსრულების ფორმებს. ხშირ შემთხვევაში, ხდება მოტოციკლების საჯარიმო ავტოსადგომზე გადაყვანა მხოლოდ ვიზუალური ეჭვის საფუძველზე, ყოველგვარი აკუსტიკური გაზომვისა და ობიექტური კრიტერიუმების გარეშე.
ჩვენი მოთხოვნები:
ობიექტური გაზომვის სტანდარტი: მოვითხოვთ, რომ საჯარიმო სანქცია და ტრანსპორტის ჩამორთმევა ხდებოდეს მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოს (ხმაურმზომის) მეშვეობით ხმის დონის შემოწმების შემდეგ და არა პატრულის სუბიექტური აღქმით.
ქარხნული და სერტიფიცირებული მაყუჩების ლეგალიზაცია: კანონმა მკაფიოდ უნდა განასხვავოს "კუსტარულად გადაკეთებული" მაყუჩი და ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებული (მაგ. Akrapovič, Yoshimura), რომლებსაც აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი და ხშირად ქარხნულ კომპლექტაციაშივე მოჰყვება მოტოციკლს.
გამჭვირვალე კრიტერიუმები: დადგინდეს ხმაურის კონკრეტული ზღვარი (დეციბელებში), რომელიც მისაღებია ურბანულ გარემოში, რათა მფლობელმა წინასწარ იცოდეს, აკმაყოფილებს თუ არა მისი ტრანსპორტი სტანდარტს.
გიორგი ყიფიანი (სენაკი, 2026-03-25)
#789
ხელს ვაწერ იმიტომ რომ , უსამართლოს მიმაჩნია აღნიშნული ფორმით კანინის მიღება, სადაც არ არის განსაზღვრული სტანდართები, რაც იწვევს სუბიექტურად გადაწყბვიტოს პატრულმა ჩამოგართვას თუ არა ბაიკი.ირაკლი ნავერიანი (თბილისი, 2026-03-25)
#800
პეტიციას ხელს ვაწერ იმიტომ, რომ შეიცვალოს უსამართლომიდგომა მოტო/ავტო ტრანსპორტის მიმართ.
გიორგი მებაღიშვილი (თბილისი, 2026-03-27)