გადავიდეთ ონლაინ სწავლებაზე

კომენტარები

#401

ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო სჯობს რომ გადავიდეთ ონლაინ სწავლებაზე. უმრავლესობა ვიმყოფებოდით ბათუმში, აქედან გამომდინარე კი წესით არ უნდა ვიაროთ უნივერსიტეტში. რატომ უნდა დაგვაკლდეს ჩვენ ცოდნა ამის გამო? ონლაინ სწავლება სრულიად გამართლებული იქნება

(გორი, 2020-09-14)

#403

ხელს ვაწერ, იმიტომ, რომ არსებული ვითარების გამო, შეწყდეს სწავლება საუნივერსიტეტო სივრცეში და გადავიდეთ ონლაინ სწავლებაზე.

(ქობულეთი, 2020-09-14)

#404

ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ეპიდ. სიტუაცია ქვეყანაში უარესდება. საფრთხე არის როგორც თვით უნივერსიტეტში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში (მითუმეტეს თუ სტუდენტი შორს ცხოვრობს და 3-4 ტრანსპორტს ცვლის გზაში). სახლში მყავს რისკის ჯგუფში შემავალი ოჯახის წევრი.

(თბილისი, 2020-09-15)

#407

იმიტომ რომ არ მინდა საფრთხე შეემთხვას ჩემს ჯანმრთელობას და ასევე ძალიან მიჭირს პირბადით ლექციაზე დასწრება

(თბილისი, 2020-09-15)

#411

გარდა ზემოთ ხსენებული პუნქტებისა გვიწევს ტრანსპორტით გადაადგილება სადაც არაა დაცული არანაერი რეკომენდაცია.
სახლში ორი პატარა ბავშვი მელოდება რომელთაც უნებლიედ ვაყენებ რისკქვეშ.

(თბილისი, 2020-09-17)

#431

ონლაინ სწავლა გაცილებით ნაყოფიერად და უსაფრჩხოდ მიმაჩნია.ჯობს სახლებიდან ვისწავლოთ ,ვიდრე პირველ რიგში ყოველ წუთს საფრთხის ქვეშ ვიყო(პირბადე ვირუსიდან არ იცავს) და უფრო პროდუქტოული განათლება მივიღო,ვიდრე 45 წუთიან გაკვეთილზე “პირბადე გაისწორე” და “დისტანცია დაიკავით”-ის ძახილში გავატარო

(თბილისი, 2020-09-23)