თამაზ ელიზბარაშვილის მხარდასაჭერად

კომენტარები

#9

ხელს ვაწერ იმიტომ, რომ ცხოველთა უფლებები იყოს დაცული, რადგან ცივილიზებულ და განვითარებულ საზოგადოებაში ცხოველები არ უნდა კვდებოდნენ ტანჯვით და ამ
ცხოველების უფლებების დამცველებზე არ უნდა იქნას გამოყენებული უსაფუძვლო და რეპრესიული დასჯის მეთოდები. და ბოლოს, მიუსაფარ ცხოველთა რაოდენობის შესამცირებლად გამოსავალი არა მათი დახოცვა, არამედ მათი გამრავლების და სტერილიზაციის შესახებ კანონის მიღება და მისი აღსრულებაა!

მარიკა მეგრე (პარიზი, 2025-10-18)

#11

ხელს ვაწერ იმიყომ რომ გადაჭერბებულად მიმაჩნია ის ბრალდება რასაც უყენებენ თამაზ ელიზბარაშვილს, ვფიქრობ რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ადამიანს არ უნდა უყენებდნენ ასეთ მძიმე ბრალდებას და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით უნდა შემოიფარგლებოდეს მსგავსი ქმედება, მითუმეყეს პირველ შემთხვევაზე, მიზეზი კი რაზეც საუბრობს თამაზ ელიზბარაშვილი სამართლიანია და მეც ვეთანხმები მას რომ სურსათის ეროვნული სააგენტო დარღვევებით ასრულებდა საპილოტე პროგრამას და ამას უამრავი ცუგა შეეწირა!

სალომე ჭიბოშვილი (თბილისი, 2025-10-18)

#16

ხელს ვაწერ იმიტომ რომ ვემიჯნები უსამართლობას!!! სოლიდარობა უმაგრეს კაცს და ადამიანს!! რომელიც უანგაროდ აკეთებს აუწონავ მადლს და სიკეთეს ჩვენი მიუსაფრებისთვის. სიმართლის თქმა არ უნდა იყოს დასჯადი!!🤝❤️

ნათელა მჭედლიძე (თბილისი, 2025-10-18)

#24

თამაზ ელისბარაშვილმა გააჟღერა ჩემი სათქმელიც. ჩემი სამი ძაღლი ერთ-ერთი პირველები მოკლა საპილოტე პროგრამის აღმსრულებლებმა!

ეკატერინე დოლიძე (ბათუმი, 2025-10-18)

#29

ხელს ვაწერ იმიტომ, რომ მიმაჩნია მიუსაფრების უალტერნატივო დამცველია ბატონი თ.ელიზბარაშვილი. მათთვის ბევრს აკეთებს და ის სჭირდება დაუცველ არსებებს.B3

რუსუდან ჭანტურია (თბილისი, 2025-10-18)

#31

ხელს ვაწერ იმიტომ რომ სოლიდარობას ვცხადებ ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს

Teona DUmbadze (თბილისი, 2025-10-18)

#33

მიმაჩნია , ბატონი თამაზი მართალია და მას ვუჭერ მხარს

Анна Мурадова (თბილისი, 2025-10-18)

#34

ხელს ვაწერ იმიტომ, რომ საპილოტე პროგრამას სურსათის ეროვნული სააგენტო ანხორციელებს გადაცდომებით.
მე მხარს ვუჭერ ბნ თამაზ ელიზბარაშვილს.

Ekaterine Tskhadadze (ზესტაფონი, 2025-10-18)

#35

ხელს ვაწერ პეტიციას, თამაზ
ელიზბარაშვილის მხარდასაჭერად!

ხათუნა დოლიძე (ბათუმი, 2025-10-18)

#42

თამაზი ხშირად დამხმარებია ცხოველების გადარჩენაში და კარგის მეტი არაფერი გაუკეთებია. მიუსაფრებს სჭირდებათ ის!

ანა შუბითიძრ (თბილისი, 2025-10-18)

#49

ერთადერთი ადამიანი, რომლის იმედიც გვაქვს რომ უპატრონებს ნებისმიერ ავადმყოფ და გაჭირვებულ ცხოველს, ციხეში არ უნდა იჯდეს.

ნინო ჩუმაშვილი (თბილისი, 2025-10-18)

#50

ჩემი სრული მხადაჭერა თამაზ ელუზბარაშვილს

მარიამ ჯაბაური (თბილისი, 2025-10-18)

#53

მე ვეთანხმები ამ პეტიციას, რადგან იგი ეფუძნება ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ პრინციპებს. ცხოველთა კონტროლისა და მოვლის საპილოტე პროგრამის მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევები არაერთხელ დაფიქსირდა ოფიციალური გზით, რაც მიუთითებს სისტემურ პრობლემებზე. სამართლებრივად, მოქალაქეს აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მით უმეტეს, როდესაც ის ეხება საზოგადოებრივ ინტერესს და სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროგრამას. ბატონი თამაზის ქმედება არ სცდება კანონის ფარგლებს და წარმოადგენს სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითს, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა წახალისდეს და არა დაისაჯოს.
გთხოვთ, სასამართლომ გაითვალისწინოს, რომ აღნიშნული განცხადება ემსახურება არა პირად ინტერესებს, არამედ საზოგადოებრივ სიკეთეს — ცხოველთა კეთილდღეობას, სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობას და პასუხისმგებლობას. ამ საქმეში მხარდაჭერა ნიშნავს მხარდაჭერას კანონის უზენაესობის, სამართლიანობის და მოქალაქეობრივი ჩართულობის მიმართ.

მიხეილ ჩხეიძე (თბილისი, 2025-10-18)

#54

ხელს ვაწერ იმიტომ რომ რასაც თამაზი აკეთებს, ამდენს სხვა ვერავინ შვრება ამ ქვეყანაში ცხოველებისთვის!

ნინო დოლიძე (ბათუმი, 2025-10-18)

#74

ნებაყოფლობით ვაწერ ხელს ბატონ თამაზ ელიზბარაშვილის მხარდასაჭერად.

mzia kobrava (Borjomi, 2025-10-18)

#77

სოლიდარობას ვუცხადებ თამაზ ელიზბარაშვილს! მისი დაკავება მართლაც კატასტროფულ შედეგამდე მიიყვანს ოთხფეხების ბედს საქართველოში!

მარიამ ალავიძე (თბილისი, 2025-10-18)

#86

შეეშვით ამ კაცს, დიდ მადლს აკეთებს!

Marika Khutsidze (ლოს ანჯელესი, 2025-10-18)

#88

ხელს ვაწერი იმიტომ რომ ერთერთი სამართლიანი ადამიანია ვისაც ასამართლებთ.

მაკა ხიჯაკაძე (tbilisi, 2025-10-18)

#93

ხელს ვაწერ იმის გამო რომ ეს ადამიანი აკეთებს იმ საქმეს რასაც უნდა აკეთრბდეს სახელმწიფო და არ აკეთებს სამწუხაროდ

თამარ ფატარიძე (თბილისი, 2025-10-18)

#99

მიუსაფარი ცხოველები იყონ დაცულები

ელენე მელითაური (თბილისი, 2025-10-18)

#102

სოლიდარობა ბატონ თამაზს, რადგან ის ნათელი და იმედიანი ადამიანი მიუსაფარი ძაღლებისთვის 🙏

ნათია ვარდიაშვილი (თბილისი, 2025-10-18)

#110

მხარს უჭერ ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს

სოფიო ტუაევი (გორი, 2025-10-18)

#111

ხელს ვაწერ იმიტომ რომ სოლიდარობას უცხადებ ბ. თამაზს. ადამიანი რომელიც უანგაროდ ეხმარება ქუჩის ცუგებს და არა მარტო ქუჩის ცუგებს ბევრ ცხოველმოყვარულსაც. ჩემი მხარდაჭერა ბ. თამაზს!!

მაკა პაპიაშვილი (ესპანეთი, 2025-10-18)

#112

ვ.ქორიძე

Vera Koridze (თბილისი, 2025-10-18)

#114

სოლიდარობა თამაზ ელიზბარაშვილს

მარინე გოგოძე (ოზურგეთი, 2025-10-18)

#119

სოლიდარობა თამაზ ელიზბარაშვილს ჩემი ძაღლის გადამრჩენს🙏

შორენა პაპავა (თბილისი, 2025-10-18)

#121

წინაღმდეგი ვარ ცხოველების მიმართ ძალადობაზე და მხარს ვუჭერ თამაზ ელიზბარაშვილს

მარი მშვიდობაძე (თბილისი, 2025-10-18)

#127

ხელს ვაწერ იმიტომ რომ ბატონი თამაზი არის ერთადერთი ადამიანი ვინც არის ჩვენი მიუსაფარი ცხოველების გადამრჩენელი!!

თამარ ცნობილაძე (თბილისი, 2025-10-18)

#130

თამაზის გარდა ძაღლებს პატრონი არ ყავს

ასმათ უთურგაული (თბილისი, 2025-10-18)

#131

მართალი ადამიანის გვერდში მუდამ !

ანასტასია მამნიაშვილი (თბილისი, 2025-10-18)

#136

ხელს ვაწერ იმოტომ, რომ ვთვლი თამაზ ელიზბარაშვილი არის მართალი და უსამართლობა არის მის მიმართ შეტანილი საჩივარი სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ

სოფიკო მათიაშვილი (თბილისი, 2025-10-18)

#140

სოლიდარობა თამაზის

შალვა დუმბაძე (თბილისი, 2025-10-18)

#147

ვუდგავარ გვერდში თამაზ ელიზბარაშვილს

ნათია კოპაძე (თბილისი, 2025-10-18)

#151

ხელს ვაწერ იმიტომ რომ დაუშვებელია ამ ადამიანის დაჭერა ის ჭირდება ხალხს და მიუსაფრებს. იგინოს რამდენიც უნდა!

თეონა გრძელიძე (ზესტაფონი, 2025-10-18)

#158

სიკეთისთვის ...

კახა აფხაზავა (ბათუმი, 2025-10-18)

#162

ეს ერთადერთი ადამიანია, ვინც ზრუნავს ცხოველებზე და ყველას გაჭირვებისას აქვს მაგისი იმედი!!!

თეა ჭელიძე (თბილისი, 2025-10-18)

#164

უსამართლობას, კორუფციას, ბიუჯეტის ძარცვას, მიუსაფარი ცხოველების წამებას, ხომ უნდა მოეღოს ბოლო ოდესღაც? სიმართლის მთქმელი და მამხილებელი ვისაც არ მოგწონთ , თავად გამოდიხართ მკვლელიც, დამნაშავეც და კანონდამრღვევიც. ასე რომ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ბ. თამაზ ელიზბარაშვილის მიმართ შეტანილი საჩივარი გაბათილდეს არადამაკმაყოფილებელი მტკიცებულების და უსაფუძვლო ბრალდების გამო, ხოლო თავად ბ. თამაზის მიერ შემოტანილი განცხადება( საჩივარი) განხილულ იქნას უმოკლეს დროში , რათა შეწყდეს უმწეო მიუსაფარ ცხოველთა მიმართ უსამართლო, უკანონო, არაჰუმანური მოპყრობა და ხო ცვა- ჟლეტა, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ბ. თამაზი მიუსაფარ ცხოველებს იცავს მკვლელი ჯალათებისგან, უკანონო არაფერი მოუთხოვია და დროა შეიცვალოს ის რაც შესაცვლელია ან გაუქმდეს❗

ნატალია ბოცვაძე (თბილისი, 2025-10-18)

#168

იმიტომ რომ მონიტორინგინარის სასაკლაო ბატონი თამაზის თავშესაფრისგან განსხვავებით :)

სოფიკო ტერაშვილი (რუსთავი, 2025-10-18)

#175

ყველამ კარგად ვიცით "სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო"-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, მიუსაფარ ცხოველთა მიმართ! ამიტომ სოლიდარობა ბ-ნ თამაზ ელიზბარაშვილს! სოლიდარობა ამ ადამიანს, რომელიც ამხელს მათ, ამ კანონსაწინააღმდეგო და მორალურად გაუმართლებელ ქმედებებში!
იმედია სასამართლო მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, ამ უსამართლო ქვეყანაში!:)

მანანა გოგოლაძე (თბილისი, 2025-10-18)

#179

ხელს ვაწერ, რადგან ვთვლი, რომ ბატონ თამაზ ელიზბარაშვილი იმსახურებს მხარდაჭერას და სახელმწიფოსგან მხარდაჭერას და არა მსგავს ქმედებებს.

შორენა ლობჟანიძე (თბილისი, 2025-10-18)

#188

თამაზ ელუზბარაშვილის მხარდასაჭერად

ნინო ბაიდაური (თელავი, 2025-10-18)

#189

ხელს ვაწერ ამ პეტიციას, რადგან არ შემიძლია და არ მინდა შევეგუო ამ საშინელ უსამართლობას!
ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი ადამიანი, რომლის ცხოვრებაც მიეძღვნა მათ გადარჩენას, დახმარებასა და დაცვას, ვისაც ხმა არ აქვს – უმწეო ცხოველებს, დღეს თავად აღმოჩნდა ბრალდებულის სკამზე. ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში, საკუთარი სახსრებით, გულწრფელი სიყვარულით ეხმარებოდა "კუდებს", გაამჟღავნა დანაშაული და დარღვევები, ჩადენილი რაღაც "საპილოტე პროგრამის" საფარქვეშ.
რა არის შედეგი? არა ის, ვინც კლავდა, არა ის, ვინც უმოწყალოდ უსწორდებოდა უდანაშაულო არსებებს, რომლებიც ჩვენგან დახმარებასა და მხარდაჭერას ელოდნენ, არამედ ის, ვინც ამ საშინელებათა ფარდა ახადა, გახდა დევნის ობიექტი. ეს არის სამართლიანობის დამახინჯება, ეს არის ცინიზმის პიკი!
იმის მაგივრად, რომ დაისაჯონ სისასტიკეში და ხალხისთვის კუთვნილი ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავეები, ასამართლებენ მას, ვინც ამ დანაშაულებზე მიუთითა. ასამართლებენ სიმართლისთვის, სინდისისთვის, წყალობის საქმისადმი ერთგულებისთვის.
ჩვენ ვგმობთ! ჩვენ ვგმობთ მათ, ვისი ხელებიც უდანაშაულოთა სისხლითაა დასვრილი, ვინც დახმარების პროგრამა სისხლიან ხოცვა-ჟლეტად აქცია და ხალხის ფული გაფლანგა. სწორედ ისინი, და არა ადამიანი დიდი გულითა და ცხოველთა დაცვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილებით, უნდა დაისაჯონ უმკაცრესად.
დარწმუნებული ვარ, რომ ცხოველთა დახმარების ნებისმიერი პროგრამის სათავეში უნდა იდგეს სწორედ ასეთი ადამიანი – უანგარო, გამოცდილი, ამ საქმისადმი თავდადებული, რომელიც თავისთვის არც ერთ კაპიკს არ აიღებდა, არამედ თითოეულ გროშს, თითოეულ თეთრს მიმართავდა გადარჩენასა და დახმარებაზე. მაშინ იქნებოდა არა საშინელი შედეგი გვამებისა და გაფლანგული ბიუჯეტის სახით, არამედ რეალური შედეგი: გადარჩენილი სიცოცხლეები და დახმარება მათთვის, ვისაც ის სჭირდება.
ვითხოვთ სასწრაფოდ შეწყდეს ამ ადამიანის დევნა! ვითხოვთ "გუნდის" საქმიანობის საფუძვლიან და მიუკერძოებელ გამოძიებას და ყველა დამნაშავის დასჯას! ყველა სახსრები უნდა იყოს მიმართული ცხოველთა დახმარებაზე და არა მათ განადგურებაზე!
სამართლიანობამ უნდა იზეიმოს! დამცველები არ შეიძლება იყვნენ დამნაშავეები!

Lyusya Torosyan (Batumi, 2025-10-18)

#190

სავალდებულოა

თაკო ჩიტიშვილი (გორი, 2025-10-18)

#193

ყველა შეიძლება დაიჭიროთ გარდა თამაზასი

Giorgi Beriashvili (ლიონი, 2025-10-18)